Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვისოლმა გუდაურში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Wissol-AGS-300x225.jpgვისოლმა გუდაურში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა. ახლო მომავალში ახალი ობიექტის ტერიტორიაზე სუპერმარკეტი „სმარტიც“ იფუნქციონირებს. ავტოგასამართ სადგურსა და „სმარტის“ სუპერმარკეტში 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

„თანამედროვე სტანდარტების ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტი „სმარტის“ არსებობა გუდაურში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულებისათვის, რომელიც კურორტს სეზონზე სტუმრობენ,  არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი ადამიანებისთვისაც. შესაბამისად, მოხარულნი ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს განახლებულ გუდაურის მშენებლობაში“,– აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 

ახალ ავტოგასამართ სადგურზე, ისევე როგორც „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მთელს ქსელში პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები, ტრადიციულად, ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა.  შესაბამისად, ვისოლი გუდაურში მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს და სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც იყიდება. მაღალტექნოლოგიური ამერიკული საწვავის მიწოდების სისტემა კი, რომელიც ვისოლის ყველა ავტოგასამართ სადგურზეა დამონტაჟებული, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას.

 

ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებულ პირებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.

 

ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე ვისოლის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...