planetanews Posted February 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/mandarini1081-300x210.jpgაფხაზეთის დე ფაქტო საბაჟომ საქართველოდნ შემოტანილი მილიონ ნახევარი რუბლის საქონელი გაანადგურა. ამის შესახებ აფხაზეთის დე–ფაქტო სახელწმიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აშუბამ განაცხადა. დე ფაქტო საბაჟოს ინფორმაციით 2011 წლის განმავლობაში ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოდან შემოტანილი ორმოცი ტონა ხილი გაანადგურეს, რომელთა საერთო ფასი 800 ათას რუბლს აღემატება. განადგურდა ასევე 400 ათასი რუბლის ღირებულების ბოსტნეული და 22 ათასი ბოთლი ბორჯომი, ასევე ქართული წარმოების გაზიანი სასმელები და ღვინო. დე ფაქტო საბაჟოს თავმჯდომარის საიდ თარქილის განცხადებით, გალის რაიონში სიტუაცია მძიმე რჩება, რადგან საქართველოდან აფხაზეთში საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის კონტრაბანდა გრძელდება. მან დე ფაქტო საბაჟოს თანამშრომლებს კონტრაბანდასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და დე ფაქტო საზღვარზე დამატებით საბაჟო კონტროლის პუნქტების გახსნის ინიციატივით გამოვიდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts