Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საჯარო სკოლებში, ბუნებრივი აირის მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Memorandumi-3.2.11-300x210.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩახნაშვილმა და კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მმართველმა ანა თაქთაქიშვილმა თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ითვალისწინებს რა, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს საჯარო სკოლებისათვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდება, ასევე, აწარმოოს მონიტორინგი საჯარო სკოლებში გათბობის სისტემის ტექნიკურ გამართულობაზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპანიას სკოლების სრულ ჩამონათვალს მიაწვდის და კოორდინაციას გაუწევს ”ყაზტრანსგაზ-თბილისსა” და საჯარო სკოლებს შორის შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების წარმართვას.

 

სკოლების სრული რეაბილიტაცია, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საჯარო სკოლებში თანამედროვე გათბობის სისტემების მოწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს საქართველოს ყველა სკოლა თბება, სიცივის გამო სასწავლო პროცესი არსად ფერხდება. კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისთან” გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთი გარანტიაა იმისა, რომ მკაცრი ზამთარის მიუხედავად, თბილისის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, თბილ გარემოში გააგრძელებენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...