Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ივანიშვილი: ქვეყანა კიბოს, მხოლოდ ქველმოქმედებით ვერ გაუმკლავდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ivanishvili.epn_-300x1992.jpgბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ონკოლოგიური დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში არსებული კიბოს დაავადების მკურნალობის პროგრამები სრულიად არასაკმარისია ამ სენთან საბრძოლველად და მისი პროფილაქტიკისთვის.

 

„ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცლელად გთავაზობთ.

 

“მე მომაწოდეს შემაშფოთებელი სტატისტიკა, საქართველოში კიბოს დაავადების გავრცელების შესახებ. (საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადების შვიდი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საერთო ჯამში კი ჩვენს ქვეყანაში კიბოთი დაავადებული ოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობს).

აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებული პროგრამები სრულიად არასაკმარისია ამ სენთან საბრძოლველად და მისი პროფილაქტიკისთვის. ვიცი, რა ძვირია და რა ცოტა ადამიანს აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის საშუალება, მაგრამ ამ საკითხს ქვეყანა მხოლოდ ქველმოქმედებით ვერ გაუმკლავდება. საჭიროა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების, ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემის კოორდინირებული და სწორი მოქმედება, იმისთვის რომ საქართველოში ამ სენით დაავადებული არც ერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის გარეშე. ჯანდაცვის კონცეფციაში, რომელსაც საზოგადოებას შევთავაზებთ, ამ საკითხს აუცილებლად დაეთმობა დიდი ყურადღება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...