Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - შოთა გლურჯიძე: საზოგადოებას ესმის მთავარი რამ – ხელისუფლება თუ არ მოიცილა, შეუძლებელია მისი ტრანსფორმაცია და გაჯანსაღება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/182025_1733547493024_1068652868_1958337_7121819_n-300x168.jpgკულტურას როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოების განვითარებისათვის არსებითი ნიშვნელობა აქვს, სოციალიზაციის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის ათვისებას, ენის დაუფლებასა და არსებობის საშუალებების მოპოვებას. სოციალიზებული ადამიანი “ჯდება” თავის “გარემოში, იზიარებს თავისი სოციალური ჯგუფის შეხედულებებს, ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობას ამყარებს იმავე კულტურის სხვა წარმომადგენლებთან.პოლიტიკის დონეზე კვლავ მეორდება და ვლინდება იგივე პროცესი. ”ექსპრესნიუსი” ესაუბრება მხატვარ შოთა გლურჯიძეს

 

 

 - როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი ცვლილებების მოლოდინში მყოფი საზოგადოებისათვის, ასევე თვით ქვეყნისათვის, კულტურულ-საგანმანათლებლო ეროვნული პროგრამის შემუშავება?

 

- პირველი მნიშვნელობის ამოცანა ეროვნული იდენტიფიკაციის პრობლემაა, ანუ რა არის ცნება  – ქართული ნაცია. აქ არ ვგულისხმობ ეთნოსს,  რა გასაკვირიც  არ უნდა იყოს, ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.  მეორე, მნიშვნელოვანი ამოცანა კი  ტრენდის განსაზღვრაა, თუ საით უნდა წავიდეთ.

 

 

- ვინ უნდა იყოს ჩართული ეროვნული კულტურის პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში?

 

- განსაზღვრაში – ქართული ინტელიგენცია და ეკლესია! განხორციელებაში – მთელი ნაცია.

 

 

- როგორ შეაფასებდით  დღევანდელი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას? რამდენად შედგა ქართული საზოგადოება სამოქალაქოდ?  რა არის აუცილებელი  სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად?

 

- საზოგადოება გაცილებით მაღლა დგას პოლიტიკური კულტურის ასპექტში, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი, რომელიც საზოგადოებიდან კი არ არის წარმოქმნილი, არამედ გარე ძალების მიერ არის ხელდასმული. მხედველობაში მაქვს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება და ეს ხორცმეტები მხოლოდ ვნებენ ნაციას და ბლოკავენ მის სწორ განვითარებას.

სამოქალაქო საზოგადოების სისუსტის გამოხატულებაა, როცა მიტინგი შეიძლება შეიკრიბოს, ვიღაცის გადადგომის  მოთხოვნით,  კონკრეტულ საკითხებზე: განათლების ან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, გადასახადების (მაგ. ელექტროენერგი+ნაგავი)  ადამიანების საპროტესტო აქტიურობა ძალიან დაბალია. ამავე დროს,  ჩვენს საზოგადოებაში პოპულარულია სოციალური პოპულიზმი….

სისუსტის კი არა, არამედ გარკვეული მოწიფულობის გამოხატულებაა. ე.ი საზოგადოებას ესმის მთავარი რამ, რომ თუ ეს დამნაშავე ხელისუფლება არ მოიცილა, შეუძლებელია მისი ტრანსფორმაცია და გაჯანსაღება, ეს ნონსენსია და აბსურდი.

 

 

- მიმდინარე წელი, ისევე როგორც მომავალი,  არჩევნების წელია. ამ ფონზე რამდენად შესაძლებელია კულტურული ცხოვრების ორგანიზება საქართველოში?

 

-როდესაც 1917 წლის რევოლუცია მიმდინარეობდა და პეტერბურგში მთვრალი აჯანყებული ”მატროსები” დაბოდიალობდნენ, ალექსანდრ ბლოკი თავის ცნობილ პოემა ”თორმეტს” წერდა, მსტისლავ დობუჟინსკი პეტერბურგის ქუჩებში დადიოდა და შექმნა  ცნობილი სერია გრავიურებისა, რომელიც დღეს ყველაზე ნათლად ასახავს იმ კულტურულ კატასტროფას, რომელიც განვითარდა პეტერბურგში, ანუ მუზები არ სდუმდნენ. ასევე გაიხსენეთ ბლოკადაში შემდგარი შოსტაკოვიჩის ”სიმონიის” პრემიერა . ეს არის ჩემი პასუხი.

ნინო ფირცხალავა

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...