planetanews Posted February 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59893.jpgსაქართველოს პრეზიდენტი კი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტი ანაპოლისის საზღვაო-სამხედრო აკადემიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილი სასწავლებელში პენტაგონიდან სპეციალური რეისით გადაიყვანეს. მან ვერტმფრენით ემ-ვე-22-ით იმგზავრა, რომელიც ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების უნიკალური სისტემითაა აღჭურვილი. ემ-ვე-22-ს მგზავრების გადაყვანა 5-ჯერ უფრო დიდ დისტანციაზე შეუძლია, ვიდრე ეს სტანდარტული შვეულმფრენითაა შესაძლებელი. აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიაში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ისტორიული აკადეემის ცენტრალურ მოედანზე პრეზიდენტს საზეიმო მიღება გაუმართეს. აკადემიის ორკესტრმა აშშ-ისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესარულა. მიხეილ სააკაშვილისათვის პატივის მისაგებად, ქვემეხებიდან 21-ჯერ საზეიმოდ გაისროლეს. აშშ-ის საზღვაო ძალების თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის ისტორიული შენობა და სტუდენტთა საცხოვრებელი პირადად დაათვალიერებინა. აკადემიის დათვალიერების შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებსა და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. დიდ დარბაზში გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ასეული კურსანტის წინაშე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარემ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის სტატუსით წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა კი, სიტყვით გამოსვლისას, ორი ქვეყნის ურთიერთანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოსათვის მხოლოდ პარტნიორი არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეას განასახიერებს განაცხადა პრეზიდენტმა. ანაპოლისის აკადემია 167 წლის წინ დაარსდა. ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლად ითვლება. თავის დროზე, აკადემია პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა და რესპუბლიკელი სენატორმა ჯონ მაკკეინმა დაამთავრეს. სასწავლებელში 4400 სტუდენტი სწავლობს. მათგან მხოლოდ ოცდაათია უცხოელი სტუდენტი. აკადემიაში, ამ დროისათვის, ოთხი ქართველი კურსანტიც სწავლობს. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა და გაესაუბრა. ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვროდ სამხედრო აკადეემის კურსანტთა ქურთუკი გადასცეს. პრეზიდენტისათვის განკუთვნილ მფრინავის სპეციალურ ქურთუკზე, აკადეემიის სიმბოლოსთან ერთად, მისი სახელი და გვარია დაწერილი. საჩუქარი მიხეილ სააკაშვილს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიის წარმომადგენელმა სასწავლებელში შეხვედრის დროს გადასცა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts