Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- “ქართული ოცნების”, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

14:47 04.02.2012

იმ პოლიტიკური პარტიებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ვთხოვე წერილობით დაეფიქსირებინათ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს აშენებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები (“თავისუფალი დემოკრატები“, “რესპუბლიკელები“) გამოეხმაურნენ.

 

http://3.bp.blogspot.com/-aH99FmPm9to/Ty0MfL2P3ZI/AAAAAAAAGI0/8k8L2Let1MM/s200/qartuli%2Bocneba.jpgშეგახსენებთ, რომ თურქეთის საქართველოში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხი მიმდინარე წლის 27 იანვარს გააქტიურდა - ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ 26 იანვარს თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები ანკარაში შეხვდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში “აზიზიეს მეჩეთს“ ააშენებს, ხოლო ახალციხეში “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციის პროცესში ჩაერთვება, რის შესახებაც უახლოეს მომავალში მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

 

30 და 31 იანვარს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს (ზოგ შემთხვევაში პარტიის ლიდერებს) ტელეფონით დავუკავშირდი და შემდეგ ინტერნეტით ასეთი შინაარსის თხოვნა გავუგზავნე:

 

“გთხოვთ, მაცნობოთ თქვენი პოლიტიკური ძალის/საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით - უჭერთ თუ არა მხარს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ისტორიულ საქართველოში ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას?

 

თუ მეჩეთის აშენებას მხარს უჭერთ, მაშინ გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ და თუ მხარს არ უჭერთ, გთხოვთ, მაცნობოთ რა მიზეზით, რის გამო ეწინააღმდეგებით “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას“.

 

უცვლელად გთავაზობთ “ქართული ოცნების“, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიციას ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან დაკავშირებით. აქვე დავძენთ იმას, რომ “თავისუფალ დემოკრატებს“ მიზანშეწონილად მიაჩნიათ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია მოხდეს იუნესკოს ჩარევითა და მეთვალყურეობით.

 

“ქართული ოცნების", “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ასეთია:

 

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი გზით და საშუალებით ამ თემის გადაფარვის მცდელობა; მათ შორის, საზოგადოების დაპირისპირების მაპროვოცირებელი თემების წინ წამოწევა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თემად მიგვაჩნია ბათუმში ე. წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირისპირების გაღვივება.

 

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთ თემებზე ყურადღების გადატანით ხელისუფლება ასევე ცდილობს ოპოზიციური ძალების წარმოჩენას ეთნიკური და რელიგიური ექსტრემიზმის მქადაგებლებად.

 

რაც შეეხება უშუალოდ მეჩეთის მშენებლობას - მიგვაჩნია, რომ მსგავს საკითხებს ხელისუფლება ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს; ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი, როდესაც დაცული იქნება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანთა, ისე მუსლიმან ქართველთა ინტერესები. განხილვაში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

 

ამასთან დაუშვებელია, რომ ამგვარ საკითხებზე მსჯელობამ მიიღოს ანტიმუსლიმანური და ანტითურქული კამპანიის ხასიათი. თურქეთი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას ვაპირებთ და აქვე დავსძენთ, რომ მუსლიმანი ქართველები, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ისლამის მიმდევარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უფლებების დაცვა ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა“.

 

"ობიექტივი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-3809198417596311779?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...