planetanews Posted February 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2012 ყოველი წლის 4 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიბოს ტვირთის შემსუბუქების გზების პოპულარიზაციაში მხარს უჭერს კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო გაერთიანებას. კიბო მთელ მსოფლიოში სიკვდილის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2008 წელს კიბოს მიზეზით 7.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა (სიკვდილის ყველა მიზეზის დაახლოებით 13%). კიბოს პრევენცია და კიბოთი დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საკითხებია. კიბოს მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დღეს საქართველოშიც იმართება რიგი ღონისძიებები: ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები, კიბოთი დაავადებული გადარჩენილები, ექსპერტები ადვოკატირების საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები შეიკრიბებიან დღეს თბილისში, კიბოს ადრეული გამოვლენისა და გადარჩენის მიღწევების შესახებ სასაუბროდ. შეხვედრაზე ასევე განიხილება ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციულობის ამაღლების, ადვოკატირების და საქმიანობის გაფართოების შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მე-6 ბიენალეს დაგეგმვის საკითხები, რომელიც 2013 წელს საქართველოში გაიმართება. დღეს საღამოს კი, 18:00 საათზე გაიმართება სტუდენტური მსვლელობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე. მსვლელობისას სტუდენტები და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაარიგებენ საინფორმაციო მასალას და საზოგადოებას გააცნობენ იმ პრევენციულ ზომებს, რომელიც საჭიროა კიბოს პრევენციისათვის. მსვლელობას, ასევე, შემოურთდებიან ეროვნული სკრინინგ ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლისთვის. ამავდროულად სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებებით მოხდება „კიბოს საწინააღმდეგო მსოფლიო დეკლარაციის“ გავრცელება, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელის მოწერა. ამ მსვლელობით ახალგაზრდები გამოხატავენ თავის ერთობას კიბოსთან ბრძოლის საქმეში და თანადგომას მათ მიმართ ვისაც ბრძოლა უწევს ამ დაავადებასთან. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts