planetanews Posted February 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Misha22-300x1991.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და იმ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ამ აკადემიაში სწავლობენ. საქართველოს პირველ პირს დახვედრის სპეციალური ცერემონიალი მოუწყვეს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შესრულდა. აკადემიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის შენობა და სტუდენტთა საცხოვრებელი დაათვალიერებინა. მიხეილ სააკაშვილი აკადემიის ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა და იმ ღვაწლის შესახებ შეახსენა, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით სწევენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts