Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გოგა ხაჩიძე : ”მწვანე მორალზე ნუ დამელაპარაკებიან”


Recommended Posts

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე "ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელშიც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარემ, მანანა ქოჩლაძემ მინისტრის მიერ მისთვის ფეისბუქის მეშვეობით სამინისტროში დასაქმების თაობაზე შეთავაზებას უპასუხა. ხაჩიძის გაღიზიანება ქოჩლაძის კომენტარს მოჰყვა ხელფასთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა:

 

”ბევრად ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე გოგა ხაჩიძეს. მის ხელფასს პრემიის გარეშეც კი ვერ ვეწევი, არა მგონია, ჩემი 900 ევრო სალაპარაკო იყოს, როცა მინისტრის წლიური შემოსავალი 144 000 ლარია”.

 

ამის შემდეგ მინისტრმა ფეისბუქის გვერდზე მანანა ქოჩლაძე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინფორმაცია მისი ხელფასისა და პრემიის შესახებ საჯაროა.

 

"ნეტგაზეთი" ამ საკითხებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს ესაუბრა:

 

</p>/get_img?ImageId=6184

 

 

 

ბატონო გოგა, ინფორმაცია თქვენზე დარიცხული ხელფასისა და პრემიების თაობაზე 2011 წლის მანძილზე, არ არის ჩვენთვის, სამწუხაროდ, საჯარო და ხელმისაწვდომი და ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც თქვენ ახალ დეკლარაციას შეავსებთ.მე შემიძლია გითხრათ ჩემი ხელფასი: 2011 წლის მონაცემებით, ჩემი დარიცხული ხელფასი არის 42 480 ლარი, დარიცხული პრემია - 36 340 ლარი, ჯამში, ეს არის დარიცხული 80 820 ლარი, საშემოსავლო დაქვითვის შემდეგ კი, ჯამში, ხელზე აღებული მაქვს ხელფასიც და პრემიაც - 64 656 ლარი და არა 144 ათასი ლარი. მე მგონია, რომ ქალბატონმა მანანამ დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ვერ დავიჯერებ ასეთ ავანტიურაზე შეგნებულად წასულიყო.

 

ამის შემდეგ გადაიფიქრეთ მისი მიწვევა სამინისტროში?

 

არა, რატომ? რამდენიმე საკითხია, რაც ქალბატონ მანანას ძალიან აინტერესებს და აქტიურობს. შეიძლება, რომ მისი ენერგია და ცოდნა გამოვიყენოთ, მაგალითად, ნარჩენების მართვის სამმართველოში დიდი სიამოვნებით მივიღებდით.

 

კიდევ ერთი საკითხი, ქალბატონმა მანანამ თქვა, რომ ისეთ მინისტრთან ვერ იმუშავებს, ვისაც ჭირდება ახსნა - რა არის გარემოს დაცვა, ამ პრეტენზიას იზიარებთ?

 

რამდენჯერმე მაქვს მოსმენილი ქალბატონი მანანას და სხვების კომენტარები იმავე ორგანიზაციიდან. ცდილობენ ამ კუთხით არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ ჩემს წარმოჩენას, მაგალითად, ”მინისტრს თუ გონია, რომ გარემოს დაცვა ხეების დარგვაა ან ნაგვის შეგროვება”, ”წავიდეს დაუკრას”... ძალიან სასაცილოები ჩანან და გვანან ბრძენ ზუბალამებს, რომლებიც გამოქვაბულში სხედან და თვლიან, რომ სიბრძნეები უნდა აფრქვიონ. ასე მარტივადაც არ არის. თუ პასუხისმგებლობა უნდა, მობრძანდეს და იმუშაოს, სამინისტროში აიღოს დაბალი ხელფასი, თუ ჩვენი ხელფასები მოსწონს და შემოტრფის, რაღაცა ნორმალურ სამსახურს გამოვუძებნით, აიღოს ხელფასი, იმუშოს და პასუხისმგებლობა აიღოს.

 

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია შეიტანოს წვლილი კონკრეტული საკითხის მოგვარებაში...

 

რა თქმა უნდა, შეუძლია. ძალიან მოსაბეზრებელია, ასე, მიწიდან მოწყვეტილი, ცაში ავარდნილი მწვანე აზრების ფრქვევა, არანაიარად არ ვღებულობ ამ შენიშვნას, მწვანე მორალზე ნუ დამელაპარაკებიან, ნებისმიერი მათგანი მაგ ორგანიზაციიდან.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და სადაც გაჩაღდა თქვენ შორის აქტიური დისკუსია, რამდენიმე შენიშვნა დაიწერა. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ კონკრეტული პროექტების გასაჯაროებას და პასუხები არ ჩანს, იგივე, თუნდაც, ფოთის აეროპორტთან დაკავშირებით, თუ აპირებს სამინისტრო აღნიშნული საკითხების გასაჯაროებას?

 

გასაჯაროებაზე და გრიფით საიდუმლოებაზე არ არის ლაპარაკი. არის შეკითხვები, შეიძლება ეს ჟურნალისტისთვის, ჩვეულებრივი მკითხველისთვის პირდაპირ მიღებულ ინფორმაციად ჩანდეს, მაგრამ რეალურად არის კითხვები, რომელსაც ფეისბუქის გვერდზე და ამ ფორმით ვერ გასცემ პასუხებს და უნივერსალური არ არის ეს გვერდი.

 

სხვა ფორმით თუ აპირებთ ინფორმაციის გაცემას და თანამშრომლობას?

 

ამისთვის არსებობს სხვა ფორმით ურთიერთობა, სამინისტროში მობრძანდნენ, რამდენიმე კითხვაა იქ, რომელსაც შესაძლოა დაჭირდეს 3-4 ადამიანის მომსახურება რამდენიმე საათით, რომ მიიღოს სრულფასოვანი ადეკვატური და დასაბუთებული პასუხი, ვიღაც შემოვიდა, ზოგადსაკაცობრიო შეკითხვა დასვა და პასუხის გასაცემად მთელი სამინისტრო ვამუშაო, ეს არ იქნება მართებული, ფეისბუქის გვერდს თავისი ფუნქცია აქვს.

 

თუმცა ეს ადამიანები, როგორც თვითონ წერენ, ამ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის სახითაც ითხოვდნენ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

 

არის საკითხები, მტკვრის შემობრუნებისა არ იყოს, როცა იქმნება, ასე ვთქვათ, თემა. შეიძლება არ იქმნებოდეს, მაგრამ განვითარებას იგონებს ვიღაცა და შემდეგ თავისივე მოგონილ განვითარებაზე სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობს და ბევრი შეკითხვა არის ზუსტად ასეთი სახის, რომ ეს არის ასე და არა ასე. მოგონილ საკითხზე, როგორც ფაქტზე, ისე მსჯელობენ. ასეთი საკითხებისთვის არსებობს სამინისტრო და სამინისტროში ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომ გასცეს პასუხი. ფეისბუქზე საჯილდაო ქვასავით აგორაოს ვიღაცამ საკითხი, ეს მიუღებელია. ამ გვერდს აქვს თავის დატვირთვა, ჩვენს ოფიციალურ გვერდს აქვს თავის დატვირთვა, პირად და ოფიციალურ ურთიერთობებს სამინისტროში –თავის დატვირთვა, მე ასე მესმის.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...