Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ქორთიარდ მერიოტში” ნავთობკომპანიები დააჯილდოვეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/wisoli6-300x199.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ორგანიზებით , რიგით მერვე დაჯილდოების ცერემონიალი “ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში 2011წლის შედეგებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაციის გამოსავლენად” გაიმართა.

დაჯილდოვებაზე სულ 15 ნომინაცია იყო წარდგენილი, 2011წლის შედეგებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია გახდა “სოკარ ჯორჯია პერტოლეუმი” ,რომელმაც ბიუჯეტში სულ 197 632 572 მილიონი ლარი შეიტანა. ხოლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული, გამარჯვებული “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია” გახდა, ხოლო 2011წელს ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიად “გალფ ჯორჯია” დასახელდა.

“ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, სოსო ფხაკაძემ “ექსპრესნიუსთან” აღნიშნა, რომ უკლებლივ ყველა პარამეტრში, მათ შექმნეს  ასობით სამუშაო ადგილი, რაც კომპანიას ამ მხრივ ყველასგან გამორჩეულს ხდის.

“წელს ჩველ გავიმარჯვეთ ოთხ ნომინაციაში, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ვისოლი რამდენიმე ნომინაციაში ერთდროულად იმარჯვებს, რაც უფრო მეტის გაკეთების  სტიმულს გვაძლევს . უკლებლივ ყველა პარამეტრში ჩვენ შევქმენით ახალი, ასობით სამუშაო ადგილი, ამ მხრივ ყველასგან გამორჩეულები ვართ”,-აღნიშნა ფხაკაძემ.

მისივე თქმით,  ვისოლმა რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაამატა და კიდევ უფრო გააფართოვა ქსელი,რაც პირდაპირ კავშირშია იმ კომფორტთან რომელიც აქვს სერვის მომხმარებელს.

დაჯილდოვებაზე, ნომინირებულ კომპანიებს შორის წარდგენილნი იყვნენ: “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ”, “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია”, “ რომპეტროლ საქართველო”, “გალფ ჯორჯია”, “თეგეტა მოტორსი”, “ჯი-თი გრუპი”, “ შავი ზღვის ტერმინალი”და სხვა მოქმედი კომპანიები.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...