Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „რომპეტროლ საქართველომ“ თექვსმეტს შორის სამ პრესტიჟულ ნომინაციაში გაიმარჯვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/wisoli4-300x199.jpg„რომპეტროლ საქართველო“ წლის საუკეთესო უცხოურ სტაბილურ კომპანიად აღიარეს. კომპანია 3 ნომინაციაში გამარჯვებულად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა „ქორთიარდ მერიოტში“ დღეს, 3 თებერვალს გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე დაასახელა.

 

16 სხვადასხვა ნომინაციას შორის რომპეტროლი ასევე დააჯილდოვეს როგორც „წლის საუკეთესო კომპანია მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებისათვის“ და „საქართველოს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“.

 

საქართველოში კომპანია წლების განმავლობაში ხარისხიან პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს  და ამავდროულად ბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. 2011 წელს „რომპეტროლ საქართველომ“ ბიუჯეტში სოლიდური თანხა  90 994 538 ლარი  შეიტანა.

 

„გასული წელი „რომპეტროლ საქართველოსთვის“ მართლაც უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. 2011–ში კომპანიამ ბიუჯეტში 90 მილიონზე მეტი ლარი შეიტანა, ხოლო ბენზინგასამართი სადგურების ქსელი 58–დან 66–მდე გაიზარდა. კომპანია  შეინარჩუნებს ქსელის გაფართოებისკენ აღებულ კურსს და წელს ქვეყნის მასშტაბით ქსელს კიდე 6 სადგური შეემატება. ასევე უახლოეს მომავალში კომპანია მართვის ინტეგრირებული სისტემების დანერგვას და ბენზინგასამართი სადგურების სრულ ავტომატიზირებას გეგმავს. “რომპეტროლ საქართველოსთვის” მეტად  მნიშვნელოვანი  და სასიამოვნოა კომპანიის მუშაობის შედეგების მაღალი შეფასება. მუდამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი სასარგებლო იყოს არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის და მომხმარებლებს არაერთ წარმატებულ პროექტს შევთავაზებთ“ – განაცხადა “რომპეტროლ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ნურკენ მურზაგალიევმა (Nurken Murzagaliyev).

 

ტრანსნაციონალური კომპანია “რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის 7 წელია წარმატებით მოღვაწეობს. “რომპეტროლ ჯგუფის” მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 50–მდე კომპანიას აერთიანებს. ®

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...