Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის მამა შვილის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს


Recommended Posts

18:06 03.02.2012

“ნახეს, რომ მე მყავდა ქალიშვილი, თანაც ჟურნალისტი... მიპოვეს სუსტი ადგილი და ზუსტად იმ ადგილზე დამარტყეს“, – აცხადებს "კახეთის საინფრომაციო ცენტრთან" ინტერვიუში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის მამა დავით ნიკოლაშვილი. ის შვილის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

 

http://2.bp.blogspot.com/-Mh4FRWXpMaA/TyvprXcH6wI/AAAAAAAAGIE/943jOXCWXn8/s200/dasvit%2Bnikolas.jpgდათო ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რასაც media.ge-სთან საუბარში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილიც ადასტურებს.

 

დათო ნიკოლაშვილი ick.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის გარემოცვაზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამოაზრეებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

 

“ამათ ძალიან კარგად იციან, რომ მე უკანდამხევი ამ ეტაპზე და არცერთ ეტაპზე არ ვიყავი. იფიქრეს, გავამწარებთ და ეს აქტიურ პოლიტიკას თავს დაანებებსო. დამიჯერეთ, გაათმაგებული ძალებით ვიბრძოლებ ამათ წინააღმდეგ და ყოველთვის მივაღწევ იმას, რომ ესენი ხელისუფლებაში არ იყვნენ და წავიდნენ”, - ამბობს ნიკოლაშვილი. ის უფლებადამცველებს მისი შვილის საქმით დაინტერესებას და დარღვევებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.

 

ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში დათო ნიკოლაშვილი განმარტავს, რომ მისი შვილი თავს გაუპატიურებისგან იცავდა და გიორგი სიბაშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ამიტომ დაუმიზნა.

 

”ბავშვმა იარაღი ჩანთიდან ამოიღო შესაშინებლად, გაუპატიურება უნდოდა მისი. მან ხელი უტაცა იარაღზე. ამათ უნდათ ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეს განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩანთიდან ესროდა. იარაღი სეიფიდან მე მომპარა”, - აცხადებს ნიკოლაშვილი.

 

მისი თქმით, სოფო ნიკოლაშვილს იზოლატორში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

 

სამართალდამცავების ცნობით, ნიკოლაშვილი პოლიციის თანამშრომლის, გიორგი სიბაშვილისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას 31 იანვარს საღამოს ქალაქ გურჯაანში შეეცადა. სიბაშვილმა იარაღის წაართმევა მოახერხა და პოლიციაში მიიყვანა.

 

დაკავებულის უფლებებს, ადვოკატი მაგული ღვალაძე იცავს. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავებისიზოლატორშია მოთავსებული. ის 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე გაზეთ “კახეთის ხმაში” მუშაობდა.

 

media.ge

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png2907431438646605030-7639200805153181263?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...