planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 19:29 03.02.2012მედიაგაერთიანებაში „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ 31 მედიასაშუალება გაერთიანდა. წევრმა კომპანიებმა მემორანდუმზე ხელი 1 თებერვალს მოაწერეს. http://4.bp.blogspot.com/-5bL8N5pQIlc/Tyv9KiRU0vI/AAAAAAAAGIQ/sfuZ5JxPoyQ/s200/mediagaertianeba.jpgორგანიზაციის წევრი მედიაორგანიზაციები არიან: “ალია ჰოლდინგი“, „რეზონანსი“, „ობიექტივი“, „მედია პალიტრა“, რადიო კომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ინტერნეტ გამოცემა „presage.tv“, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, „messenger”-ი, რადიო “მაესტრო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, მედია კორპორაცია „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „ბორჯომი“, ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ („გლობალ.ტვ“), „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“, ჟურნალი „ ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთი „დღეს და ხვალ“ , სააგენტო „თბილისი“ „სტუდია GNS“, ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“. საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, შპს „იგრიკა“ („მეცხრე არხი“), გაზეთი „რუსთავის ამბები“, გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, გაზეთი „გურია ნიუსი“ და გაზეთი „ქართული სიტყვა“. მედიაგაერთიანებაში შესვლა მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობის შემთვევაში. „მთავარი ამოცანაა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა და ერთმანეთის დაცვა“, - თქვა ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა აღნიშნული მედიაორგანიზაცია. „იმედი მაქვს, რომ აღმოგვაჩნდება სოლიდარობის გრძნობა და იმ საკითხებს მივაქცევთ ყურადღებას, რაც მემორანდუმშია ჩამოთვილი. პირველ რიგში ვიქნებით სოლიდარულები ყველას მიმართ, მოგვწონს თუ არა მისი პროდუქტი და ვეთანხმებით თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას“, - უთხრა Media.Ge-ს ია მამალაძემ, „გურია ნიუსის“ გამომცემელმა. მედიაგაერთიანება 2012 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მემორანდუმის თანახმად წევრ მედიასაშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შემთხვევაში, ყველამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს „როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“. მედიაგაერთიანების წევრმა მედიასაშუალებებმა საინფრომაციო კამპანია, მშვიდობიანი მანიფესტაციები, მიტინგები, საქველმოქმედო და სხვა ტიპის აქციები უნდა განახორციელონ, დაამყარონ კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებთან, „დაგეგმონ და განახორციელონ მოქმედებები ევროსტრუქტურებში, უფლებათადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებში“. media.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts