planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, 3 თებერვალს, მობილური კომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ორგანიზაცია მარეგულირებლისგან მობილური კომპანიების დასჯას და აბონენტებისთვის ”112”–ის მომსახურების გამო ჩამოჭრილი 20 თეთრის დაბარუნებას ითხოვს. რამდნეიმე დღის წინ, მთავრობის #489 დადგენილების მიხედვით, მობილური და ფიქსირებული ტელეფონების აბონენტებს ”112”–ის მომსახურების საფასური ჩამოეჭრათ. ფიზიკურ პირებს ჩამოეჭრათ 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი –50 თეთრი. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ის თანხები, რომლებიც სატელეფონო კომპანიების აბონონტებს ეჭრება #489 დადგენილების საფუძველზე, არის შეუსაბამო ამავე დადგენილებასთან. ”გასაგებია, რომ დადგენილებაში წერია, ჩამოგვეჭრება ”112”–ის სერვისის საფასური, მაგრამ ჩვენი პრეტენზია მდგომაროებს იმაში, რომ ჩვენ არ გვისარგებლია ამ სერვისით - ჩვენ არ გვიყიდია ”112”–ის მომსახურება. შესაბამისად, ეს თანხები უპირობოდ არ უნდა გვეჭრებოდეს,”- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის დადგენილებაში არ არის მკაფიოდ ასახული, ტელეფონიდან რა შემთხვევაში ეჭრებათ საფასური ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, #489 დადგენილებაში წერია, რომ ეს არის ”112”–ის მომსახურების საფასური. მას მიაჩნია, რომ მთავრობის დადგენილების აღნიშნული ბუნდოვანი ნაწილი სატელეფონო კომპანიებმა სათავისოდ გამოიყენეს. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ საკითხზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩამოჭრილი თანხა - 20 თეთრი– უკან დაგვიბრუნდეს, ასევე, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ სატელეფონო კომპანიებს. დღეს დაგვირეკავენ და გვეტყვიან საქმის განხილვის საკითხებს. ჩვენ შეგვეძლო, პირდაპირ მიგვემართა სასამართლოსთვის. რადგან საქართველოში არსებობს ასეთი სტრუქტურა, მივმართეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და დაველოდებით, რა პასუხს გაგვცემს. ამის შესაბამისად გადავწყვეტთ სასამართლოში ჩივილის,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელმა დირექტორმა. ”112” არის შსს-ს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ”112”–ში გაერთიანებულია: სასწრაფო დახმარების, პოლიციის, სახანძრო და სამაშველო სამსახურის გამოძახების სერვისები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ტელეფონის მფლობელ ფიზიკურ პირს, რომელიც თვეში 5 ლარს დახარჯავს სატელეფონო მომსახურებისთვის, ანგარიშიდან 20 თეთრი ჩამოეჭრება. იურიდიული პირებისთვის გადასახადი თვეში 50 თეთრია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts