planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 ”კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” აცხადებს, რომ ის არ არის უფლებამოსილი, ცვლილებები შეიტანოს მთავრობის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში, რომელიც ეხება ”112”–ის მომსახურების ტარიფის დაწესებას. მარეგულირებელი ორგანოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ხატია ყურაშვილიმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ”112”–ის მომსახურების ტარიფი მთავრობამ შესაბამისი ბრძანებით დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის უფლება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას არ აქვს. მიუხედავად ამისა, კომისია აღნიშნულ საკითხზე შესულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, 3 თებერვალს, მობილური კომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ორგანიზაცია მარეგულირებლისგან მობილური კომპანიების დასჯას და აბონენტებისთვის ”112”–ის მომსახურების გამო ჩამოჭრილი 20 თეთრის ბარუნებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ, მთავრობის #489 დადგენილების მიხედვით, მობილური და ფიქსირებული ტელეფონების აბონენტებს ”112”–ის მომსახურების საფასური ჩამოეჭრათ. ფიზიკურ პირებს ჩამოეჭრათ 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი –50 თეთრი. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლში” მიაჩნიათ, რომ აღნიშნული თანხა მობილურმა ოპერატორებმა აბონენტებს უაკნონოდ ჩამოაჭრეს, რადგან შესაბამის ბრძანებაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რა შემთხვეაში უნდა ჩამოეჭრათ თანხა ტელეფონის მომხმარებლებს. ბრძანებაში არ არის ნათქვამი, თანხა ”112”–ის მომსახურების შემდეგ უნდა ჩამოეჭრას, თუ - არა. ”112” არის შსს-ს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ”112”–ში გაერთიანებულია: სასწრაფო დახმარების, პოლიციის, სახანძრო და სამაშველო სამსახურის გამოძახების სერვისები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ტელეფონის მფლობელ ფიზიკურ პირს, რომელიც თვეში 5 ლარს დახარჯავს სატელეფონო მომსახურებისთვის, ანგარიშიდან 20 თეთრი ჩამოეჭრება. იურიდიული პირებისთვის გადასახადი თვეში 50 თეთრია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts