Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6174

 

მეჩეთი ახალციხეში

 

 

 

საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად, რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ახალციხის მეჩეთს.

 

მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში უკვე დაწყებულია, 1752 წელს აშენდა აზი ახმედ ფაშას მიერ. მეჩეთი რაბათში, ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

რაბათის ტერიტორაზე ამჯერად მეჩეთის რესტავრაცია შეჩერებულია, როგორც იქ მყოფმა მუშებმა აგვისხნეს - ყინვის გამო.

 

მუშებმა განგვიმარტეს და გვითხრეს, რომ მეჩეთს მოოქროვილი გუმბათი ექნება. სარესტავრაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროში ამ ეტაპზე თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, მანამ, სანამ მხარეებს შორის არ გაფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება. სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების– იშხანისა და ოშკის– რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ.

 

ახალციხეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეჩეთი სამლოცველოს ფუნქციით არ უნდა აღდგეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი თურქეთის ტერიტორიაზე რესტავრირებულ ქართულ ტაძრებშიც აღდგება წირვა-ლოცვა.

 

დღესდღეობით ახალციხესა და აბასთუმანში მაჰმადიანი მესხების 26 ოჯახი ცხოვრობს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...