planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 დღეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საგამოფენო დარბაზში სამშენებლო კომპანია “ცენტრ–პოინტის” მშენებლობების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შეიკრიბა, მათ ფოტოები გამოფინეს, რომელზეც, როგორც თავად ამბობენ, “ცენტრ–პოინტის” უკანონო ქმედებებია გამოსახული. /get_img?ImageId=6179 ფოტოებზე, რომელიც დარბაზში იყო წარმოდგენილი, ერთმანეთის გვერდით “ცენტრ–პოინტის” მფლობელების სახლები და ის დაუმთავრებელი შენობები იყო გამოსახული, რომელშიც დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა ეცხოვრათ. იმ ადამიანებმა, ვინც სამშენებლო კომპანიისგან კუთვნილი ბინა ვერ მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაცია “დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია” ჩამოაყალიბეს. მათი გადახდილი თანხა 4 მილიონამდე ადის, საიდანაც “ცენტრ–პოინტმა” მხოლოდ 900 ათასის ბინები ააშენა. “ეს არის აქცია–გამოფენა, ჩვენ გამოვთქვამთ პროტესტს, სურათებზე აღბეჭდილია, ერთის მხრივ, რუსუდან კერვალიშვილის და რჩეულიშვილის ოჯახის ქონება და მეორეს მხრივ ის ქონება, რომელიც მათ ჩვენგან მიითვისეს. ხალხმა უნდა დაინახოს სად ცხოვრობენ თვითონ და რისთვის გვწირავენ ჩვენ”, – აცხადებს თემურ ფიფია, რომელსაც კუთვნილი ფართი 2010 წელს უნდა ჩაბარებოდა, თუმცა ბინა დღემდე ასაშენებელია. დაზარალებულია ელენე ფავლელიშვილიც: “სად არ მივედით და პასუხს არავინ გვაძლევს, არც კომპანიები და არც მერია, მე ბინა 2007 წელს უნდა მიმეღო, თანხას სანამ ბოლომდე დავფარავდით, ერთი დღეც რომ დაგვგვიანებოდა, მაშინვე რეკავდნენ და გვაჩქარებდნენ, ამის გამო მანქანაც კი გავყიდეთ. ახლა “ცენტრ–პოინტის” მაგივრად “დექსუსია” და მათი წარმომადგენლები უსინდისოდ გვთხოვენ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის დამატებას იმ ბინის დასაბრუნებლად, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს”. აქცია–გამოფენას ესწრებოდა “კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც. მისი თქმით, “დექსუსის” მხრიდან დამატებითი თანხის მოთხოვნა უკანონობაა: “ელიტური კორუფცია რომ ყვავის, ეს ყველამ იცის, ვინც თავს არ იბრმავებს. ძალიან მძიმე მაგალითია ელიტური კორუფციისა ის, რაც ამ ადამიანებს დაემართათ. დღეს 6000–ზე მეტი ადამიანი კორუფციული პირამიდის მსხვერპლია. მე ვფიქრობ, ამ ბრძოლას აზრი აქვს, რადგან არჩევნების წინა პერიოდში მათ შეიძლება მოუწიოთ დათმობებზე წასვლა, თუმცა “დექსუსისგან” დამატებითი თანხის მოთხოვნა სრული უკანონობაა”. გამოფენაზე მარშალ გელოვანის ქუჩაზე მდებარე “ავეჯის სახლის” წარმომადგენლებიც იყვნენ მისული. კომპანია “ცენტრ–პოინტმა” "ავეჯის სახლისგან" 130 000 დოლარი ისესხა, რომელიც უკან არ დაუბრუნებია, ახლა კი კომპანიას თანხის სანაცვლოდ მიწას სთავაზობენ, რომელიც გაცილებით ნაკლები ღირს. აქცია–გამოფენა სტუდია “მონიტორის” საგამოძიებო ფილმით დასრულდა, რომელიც “ცენტრ–პოინტის” მესვეურების თაღლითურ სქემას შეეხებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts