planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 /get_img?ImageId=6180 მიმდინარე წლის იანვრის წყლის გადასახადის ქვითარი თბილისის მოსახლეობის ნაწილმა გაზრდილი სულადობის მაჩვენებლით მიიღო. იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება, ელექტროენერგიის გათიშვის შიშით, აბონენტებს ხელოვნურად გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა მოუხდათ. პრობლემები, წყლის გადასახადების დაანგარიშებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც წყლის გამანაწილებელ კომპანიას, "ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერს" სამოქალაქო რეესტრის საგენტოს მოქალაქეთა რეგისტრაციის ბაზა გადაეცა. ქალბატონი ელენე კვარაცხელია უმუშევარია და მარტო ცხოვრობს, თუმცა 24 იანვარს მოსულ ქვითარზე ამოიკითხა, რომ მის სახლში რეგისტრირებული ყოფილა კიდევ 8 ადამიანი. ამათგან ერთი - სახლის ყოფილი მესაკუთრეა, დანარჩენები კი მისთვის სრულიად უცნობი პირები არიან. ქალბატონმა ელენემ 2, 40 ლარის ნაცვლად (რასაც აქამდე იხდიდა), 21, 60 ლარი გადაიხადა. მან სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სასწრაფოდ მოახსნევინა რეგისტრაციიდან ის 8 ადამიანი, მაგრამ იძულებული იყო წყლის გადასახადი 21,60 ლარი გადაეხადა, რადგან 3 თებერვალს ელექტროენერგია გაეთიშებოდა. ქალბატონ ელენეს წარმოდგენა არ აქვს, ეს თანხა უკან როგორ დაიბრუნოს. მისთვის სამართლებრივი მომსახურება ძვირია და უპერსპექტივო. "იგივე მდგომარეობაშია ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე", - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ონლაინ რეჟიმში უერთებიან ხელმოწერებით. ამავე პეტიციაში, სახელწოდებით "არა უსამართლო წყლის გადასახადს" - ვკითხულობთ: "ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ იძულებული ვართ, გადავიხადოთ წყლის გადასახადი, არარსებული ადამიანების ნაცვლად, მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო რეესტრმა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მონაცემების გადამოწმებას გადასახადის დაკისრება ამჯობინეს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არც წყლის ხარისხზე, არც მრიცხველების დამონტაჟებასა და ირონიაა, მაგრამ არც წყლის მუდმივ მოწოდებაზე გრძნობს პასუხისმგებლობას. თუმცა, ამ სარეგისტრაციო აურზაურის შედეგად, მილიონობით ლარს მიითვისებს ჩვენ მიერ გადახდილი უსამართლო გადასახადის ხარჯზე." „ნეტგაზეთის“ კითხვას, დაუბრუნდება თუ არა ზედმეტად გადახდილი თანხები იმ აბონენტებს, რომლებსაც თანხა სამოქალაქო რეესტრის მიერ კომპანისთვის მოწოდებული სიის შედეგად ზედმეტად დაერიცხათ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ასე პასუხობს: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურების გამწევი კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების მუდმივი ჰარმონიზაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისში წყალმომარაგება-წყალინარების გადასახადის ამოღების წესი შეიცვალა – ფიქსირებული დარიცხვა კვლავინდებურად სულადობის მიხედვით ხორციელდება. აბონენტები ყოველთვიურად იღებენ ქვითარს ფიქსირებული სულადობრივი გადასახადით, რაც კვლავინდებურად 3,15 ლარს შეადგენს 1 სულ მოსახლეზე, წყლის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში კი - 2,4 ლარს 1 სულზე." "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი (ოჯახი) არ ეთანხმება თავის მისამართზე რეგისტრირებულ სულთა რაოდენობას, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის რაიონულ სამსახურს და მოახდინოს მისამართზე რეგისტრირებული კონკრეტული პირის (ან პირთა) რეგისტრაციიდან მოხსნა: "კორექტირებულ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომსახურების გამწევ კომპანიასაც მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, სულადობასთან დაკავშირებით, შესაბამის შესწორებას შეიტანს აბონენტის ქვითარში, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტი გათავისუფლდება, ასე ვთქვათ, ზედმეტად დარიცხული გადასახადის დაფარვისაგან." სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი მამუკა სამხარაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზები წყლის კომპანიებს (ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას) 1 იანვრიდან გადაეცა, თუმცა შეტყობინება მოსახლეობამ, მისისვე თქმით, რამოდენიმე თვით ადრე მიიღო. მამუკა სამხარაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გადაგზავნილი სიების გამო მოქალაქეებს პრობლემები შეექმნა: „ზოგ შემთხვევაში მოქალაქეებს მიუვიდათ უფრო მეტი გადასახადი, შესაბამისად, იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მისამართებზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იყვნენ რეგისტრირებული. ახალი მესაკუთრეები ხსნიან რეგისტრაციიდან ძველ მესაკუთრეებს.“ აბონენტთა სიებში არსებულ ცდომილებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ უწყებას არ სურს. მამუკა სამხარაძე ამბობს, რომ ეს არ არის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შეცდომა, რადგან კონკრეტულ მისამართებზე მოქალაქეები რეგისტრირებულნი იყვნენ ისე, რომ ფაქტობრივად იქ აღარ ცხოვრობდნენ: „ამ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ, კანონმდებლობა ავალდებულებთ, რომ რეგისტრაცია ახალ მისამართზე გაიარონ. ის პირები, რომლებზეც ჩვენ ახლა მოვხსენით რეგისტრაციიდან, ისევ ძველ მისამართებზე რეგისტრირდებოდნენ. წყლის გამანაწილებელი კომპანია, როგორ ანგარიშობდა სულადობას, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts