Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/78239fl.jpgგურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე სოფიკო ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ სცნობს, მისმა ადვოკატებმა მაგული ღვალაძემ და მამუკა ნოზაძემ კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში სოფიკოსთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს 10 000 ლარის ოდენობით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის თქმით, სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოძიებას ხელი შეეშალოს.

სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...