planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/m6qj3-300x225.jpgსაქართველოში 2011 წელს 2 820 185 ვიზიტორი დაფიქსირდა.ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტი საქართველოს საზღვარზე 2006-2012 წლებში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წლიდან დღემდე საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ამავე მონაცემებით, თუ 2006 წლის იანვარში საქართველოში 34 761 ვიზიტორი შემოვიდა, 2012 წლის იანვარში ამ რიცხვმა 227. 006 შეადგინა. 2006 წელს ქვეყანაში სულ 763 231 უცხო ქვეყნის ვიზიტორი დაფიქსირდა, 2011 წელს კი 2 820 185. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე, შემდეგ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეები შემოდიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts