planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1_15_q1.jpgუკრაინულ საწარმო „სარმატში“ დამზადებულ ლითონის კონსტრუქციებს მალე საქართველოშიც გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, უკრაინაში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა უკრაინის ქალაქ ვინიცაში ლითონ-კონსტრუქციათა ქარხანა “სარმატი” მოინახულა. “სარმატი” უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აღნიშნულ ქარხანაში დამზადებული თანამედროვე ლითონის კონსტრუქციები, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა სახის მასშტაბური მშენებლობების დროს გამოიყენება. “სარმატის” ქარხანაში დამზადებულ პროდუქციას მალე საქართველოშიც გამოიყენებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და „სარმატის” პრეზიდენტის შეხვედრისას გადაწყდა, რომ აღნიშნულ ქარხანაში დამზადებული რამდენიმე კონსტრუქციის მოწოდება საქართველოსთვის ზაფხულში მოხდება. საქართველოში მშენებლობის ბუმია, უამრავი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და მძლავრი კომპანიების ჩართვა ამ პროცესში ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts