planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image11-300x225.jpgიმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, სამტრედიაში, ორი სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებული საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთო. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანი გიზო ნ. სამტრედიის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრის ბაზაზე, კომპიუტერის საოფისე პროგრამებს შეისწავლის. სამთვიანი, ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ იგი სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს. სამტრედიის პრობაციის ოფისის სოციალური მუშაკის შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებულ შოთა კ-ს, პროფესიული გადამზადების კურსს ორგანიზაცია “ბავშვთა სოფელი – SOS” დაუფინანსებს. პრობაციონერი სასწავლო კომპლექს “გონი”-ში ელექტროშემდუღებლის პროფესიას დაეუფლება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts