Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანდრია ურუშაძემ ბორჯომის სამედიცინო ცენტრი მოინახულა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Urushaze-300x199.jpgშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ბორჯომის სამედიცინო ცენტრი მოინახულა.

 

ბორჯომის ახალ საავადმყოფოს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი” აშენებს. 32 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება იქნება, რომელიც მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

 

აქ პაციენტები ამბულატორიულ, სტაციონარული, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული და ქირურგიული სერვისების მიღებას შეძლებენ. საავადმყოფო ძირითადად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება, რომლებიც გადამზადების კურსს გაივლიან.

 

„ ბორჯომს დიდი პოტენციალი აქვს, როგორც კურორტულ ზონას, ისე სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ აქ ახლი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი სამთავრობო გეგმის ნაწილია და ძალიან მალე ახალი კლინიკები ყველა რეგიონსა თუ ქალაქში იქნება.- აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.

 

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მშნებლობა 2009 წელს დაიწყო და ის 2012 წლის მარტში დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაა. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადსხვა რეგიონში 25 ახალი სამედცინო დაწესებულება უკვე ფუნქციონირებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...