planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/shida_logo_ge.gifთიბისი ბანკი მეანაბრეებისთვის ახალ, მთელ წლიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მათ, ვინც თიბისიში გახსნის ანაბარს, ყოველ თვე მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ სახალისო თამაშში და მიიღონ სხვა და სხვა საჩუქრები.კამპანიის სახე კვლავ ედმონდ აბაშიძეა – თიბისი ბანკის გასული წლის წარმატებული აქციების “იპოვე $10.000” და “მოიგე $20.000” მთავარი გმირი.ედმონდის თავგადასავლები მთელი 2012 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველი მეანაბრე, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში თიბისიში გახსნის ვადიან ან ვადიან+ ანაბრებს, ამ თავგადასავლების თანამონაწილე გახდება.კერძოდ, ახალი ისტორიის თანახმად, ედმონდი თავისი წინაპრების სახლში პოულობს ბებიის ძველ დღიურს, საიდანაც შეიტყობს, რომ ბებიას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში ჰქონია განძი დამალული.თითო განძის პოვნას თითო თვე სჭირდება. ედმონდი სთავაზობს თიბისი ბანკის მეანაბრეებს, ჩაერთონ თამაშში, დაეხმარონ განძის პოვნაში და მიიღონ საჩუქარი, რომელიც ამ თვეს იქნება დაწესებული ბანკის მიერ.საჩუქრები ყოველთვიურად სხვა და სხვა იქნება. თამაში გაიმართება ყოველი თვის ბოლოს, ინტერნეტ-გვერდზე: წწწ.ტბცდეპოსიტს.გე. მეანაბრე ანაბრის გახსნისთანავე მიიღებს ედმონდის წერილს, რომელშიც მითითებული იქნება მისი პირადი კოდი. სწორედ ამ კოდის საშუალებით უნდა შევიდეს იგი ვებ-გვერდზე და ითამაშოს.პირველი თამაში 29 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ისინი, ვინც თებერვლის განმავლობაში გახსნიან ვადიან ან ვადიან+ ანაბრებს, მინიმუმ 500 ლარი/დოლარი/ევროს ოდენობით.რაც მთავარია, წინა თამაშებისგან განსხვავებით, თებერვალში ბანკისგან საჩუქარს მიიღებს თამაშის ყველა გამარჯვებული. ეს ნიშნავს, რომ თვის ბოლოს თიბისი ბანკის უამრავი მეანაბრე დასაჩუქრდება!კერძოდ, თებერვლის ყველა მეანაბრე მიიღებს +1% სარგებელს, ხოლო მას, ვინც პირველ თამაშში გაიმარჯვებს და წარმატებით მიაკვლევს სამალავს, ანაბარზე დამატებით +1%, ანუ ჯამში +2% დაერიცხება.® იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts