Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"ალია": ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ივანიშვილმა ორი საშინელი შეცდომა დაუშვა

დარეჯან მეფარიშვილი

“ალიას” კითხვების ავტორი ჩეხეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი გიორგი ალანია ესაუბრება:

_ ფაქტობრივად ის ძალა, რომელსაც ახალ ძალას ვეძახით ან ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაშია, ან კუკავას თუ დავიმოწმებ, როგორც ჩამს რესპუბლიკელები და ცალკეული სხვა პირები წყალს უმღვრევენ. ივანიშვილი მართავს ბიზნეს, აფინანსებდა პოლიტიკოსებს, მაგრამ არ მონაწილეობდა. ანუ მას შეხება გარკვეულწილად პოლიტიკასთან ქონდა, ამ ხალხს აფინანსებდა და როგორც ჩანს ამიტომ იყო დარწმუნებული – მე შევძლებ! ივანიშვილმა ვერ გათვალა ერთი რამ, პოლიტიკა ისეთი აფირისტული სფეროა, მისი მართვის მეთოდები, რომლითაც ბიზნესს მართავს ვერ გაამართლებდა და შედეგიც სახეზეა ვერ ამართლებს. ივანიშვილი ახლა დარჩა გაურკვეველ სიტუაციაში. პრეზიდენტები რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ამის შემდეგ ივანიშვილმა გააკეთა ვიდეო-მიმართვა, სადაც ძალიან კარგად ჩანს რომ დაბნეულია.

_ მიმართვამდე ღია წერილი იყო.

_ საინტერესოა ეს სისულელე ვინ ურჩია. ჩვენ არ ვიცით ივანიშვილის პოლიტიკური სტილი, იმიტომ რომ მას ეს სტილი არა აქვს. ეს კაცი პოლიტიკაში ახალია, როგორც არც უნდა ატრიალო, ახალია და მორჩა. ეს ღია წერილი რომ გაკეთდა ეტყობა ძველი პოლიტიკური სტილი. ივანიშვილი ვერ მივიდოდა აქამდე, ურჩიეს გაეკეთებინა. ნორმალურ ქვეყნებში მიუღებელია როდესაც ქვეყნის მეთაური მიდის შეხვედრაზე და ამ დროს ერთ-ერთი ოპოზიციური ძლიერი ლიდერი ღია წერილს აქვეყნებს საჩივრის ვარიანტში, ეს მიუღებელია, ეს სისუსტეზე მიუთითებს. ერთი კვირის შემდეგ რომ გამოქვეყნებულიყო ეს მიმართვა ნორმალური ამბავი იქნებოდა.

_ ალბათ ჩათვალეს რომ მიმართვა შეხვედრის შემდეგ დაგვიანებული იქნებოდა.

_ რატომ? რამე მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხდებოდა ხელისმოწერა? არაფერი არ იყო ასეთი და ეს იცოდა ყველამ. აქ პრობლემა სხვა რამაა. ამ ღია წერილით გამოვიდა რომ ივანიშვილი, ტირის, წუწუნებს. ივანიშვილი ძლიერ და ერთ-ერთ ალტერნატიულ ძალადაა წარმოჩენილი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა გაითვალისწინონ. ეს წერილი ბურჯანაძეს რომ გაეგზავნა, პრობლემა არ იქნებოდა. ალტერნატიული ძალა რომ ტირის, ეს უკვე სისუსტეზე მიუთითებს. უკვე ვიდეო-ჩანაწერში ჩანს რომ მიხვდა ღია წერილი რომ არ უნდა გაეკეთებინა. თუ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს შე დალოცვილო, მაშინ წინა დღეს რაღას ჩიოდი და ტიროდი? უბრალოდ ეს არადიპლომატიურია. ეს იყო მაგარი შეცდომა. Bესელიას ფეისბუქის პროფილში დავდე ორი შეკითხვა – 1. ვინ ურჩია ბიძინა ივანიშვილს ღია წერილის გაგზავნა და 2. ხომ არ მიგაჩნიათ რომ ასეთი ღია წერილის გაკეთება იყო სისუსტის გამომჟღავნება? ბესელიამ პასუხი არ გამცა, მომისია თავისი ხალხი და ატყდა ერთი ამბავი. არადა მარტივი კითხვეი დავსვი.

_ როგორც ვიცი ხიდაშელთანაც იგივე, მაგრამ სხვა თემაზე იყო დაპირისპირება.

_ ძალიან გაუგებარია რა როლს თამაშობენ რესპუბლიკელები. ხიდაშელმა გააკეთა პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა რომ ორი დღე ქონდა მასალა ევროსაბჭოდან რაღაც დარღვევების თაობაზე, ელოდებოდა გამოქვეყნებას და რაკი არ გამოაქვეყნეს, მე ამიტომ ვაქვეყნებო და ჩაატარა პრესკონფერენცია. დავუდე კითხვა ხიდაშელს, ცოტა არასერიოზულის როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იტყვის, რომ რაღაც დოკუმენტი გააჩნია და იციდის გამოაქვეყნოს თუ არა. ეს მიუთითებს იმაზე რომ თქვენ ხელისუფლებას ორი დღის განმავლობაში ან ევაჭრებით, ან პოლიტიკურად ხართ უმწიფარი-მეთქი. რას ქვია ორი დღე ელოდები, პოლიტიკოსი ხარ, მასალა გაქვს, რაზეა საუბარი. ლაპარაკი იყო ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, რაც ეხება არჩევნებს, სასამართლო სისტემას. ფაქტობრივად ეს იყო რეკომენდაცია და დავსვი კითხვა. მივწერე რას ელოდებოდით-მეთქი და მომწერა – ძალიან მაინტერესებს რაზე უნდა მოგველაპარაკა, ველოდებოდი 2 დღე კი არა ერთი დღე 26 მივიღე და 27 ვთქვიო. ე.ი. ფიზიკურად არაფერი მომხდარა. კაი, ბატონო თუ ასე იყო მაშინ რაღაზე ატეხე პანიკა ორი დღე ველოდებოდიო? პიარია ეს? ასე თუ ღებულობს ყველა რეკომენდაციას და რეაგირებს ხიდაშელი, მაშინ გავიხსენებ ერთ მაგალითს. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში, ჩემმა მეგობარმა ევროპარლამენტიდან გადმომიგზავნა რეკომენდაციები და მთხოვა მოსაზრება გამომეთქვა. მე ეს რეკომენდაცია ვთარგმნე, რაც `ალიამ~ გამოაქვეყნა შემდეგ და გადავუგზავნე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მათ შორის ხიდაშელს, ბესელია სხვებს. ამ რეკომენდაციაში საუბარია რომ საქართველოში სასამართლო სისტემაში ძალიან დიდი მიღწევებია, ბევრი სხვა დემოკრატიული რეფორმა ჩატარდა და ასე შემდეგ. მე მივწერე პარტიებს ესაა რეკომენდაცია რომელსაც მალე მიიღებენ და მანამ თქვენ განიხილეთ და გააკეთეთ რეაგირება. ჩემს რეაგირებას ფასი არ ექნებოდა ევროპარლამენტისთვის და პოლიტიკური პარტიის რეაგირება საინტერესო იქნებოდა ევროპარლამენტისთვის. მათ შეეძლოთ დაეწერათ არაა სიმართლე რასაც წერთ და რაც არის ის მოეწერათ. ვინ უშლიდათ ხელს რეაგირებაზე? არავინ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ მას შემდეგაც კი რაც ეს თქვენ გამოაქვეყნეთ. ევროპარლამენტმა, რომელმაც საქართველოს დამეგობრების სტატუს ეხებოდა იმ სახით მიიღო რეკომენდაცია, რაც პირველად შეადგინეს და არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ ამოიღო ხმა. მაშინ ახლა ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, რომელიც იგივეს თითქმის რატომ ტეხ პანიკას? ისიც უკვე მიღებულია. ამიტომ ვამბობ რომ ივანიშვილი როცა ამბობს მე ვწყვეტ ყველაფერს, შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ ვის მიყავს ბოლო სიტყვამდე ივანიშვილი? ვიღაცა ხომ სთავაზობს იდეას?

_ ასეთ კითხვებს რომ დასვამ კაცი, კი იუკადრისებენ.

_ ჯერ არ იყო ფეისბუქი და იყო ფორუმ.გე, სადაც იგივე სტილის მუშაობა იყო. ფეისბუქში პროფილი განსხვავებულია სხვა ქსელებისგან. Pოლიტიკოსს არავინ აძალებს გაიკეთოს პროფილი და თავისი სახელით გამოაქვეყნოს მასალა, მაგრამ რადგან ამას აკეთებს, იგი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის გამოქვეყნებულ მასალაზე. აქედან გამომდინარე თუ ვთქვათ ბესელიას აქვს პროფილი სადაც დებს მასალას და მე კითხვას ვსვამ ვინ ურჩია ივანიშვილს ღია წერილის გამოქვეყნება, იგი ვალდებულია პასუხი გამცეს და ხალხი არ უნდა შემომისიოს. თუ მას არ სცალია მიხედო პროფილს, მაშინ არაა სავალდებულო პროფილი გქონდეს. ან არის ასეთი შესაძლებლობაც, ფეიასბუქში შეგიძლია პროფილი ისე გახსნა გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე სხვებმა კომენტარი ვერ დადონ. ამათ რა გონიათ იცი? რამეს მოათავსებენ და უყურებენ რეაქციას, თუ რეაქცია ცუდია არ პასუხობენ – სად მცალია ფეისბუქისთვის. როგორ არ გცალია? რაღაცას რომ დებ მაშინ გცალია და კითხვას პასუხი გასცე არა? მაშინ ინფორმაციული სახე მიეცი პროფილს. ესენი დებენ ისე მასალას რომ გაძლევენ კამათის საშუალებას, რაკი ამას აკეთებენ ვალდებულები არიან პასუხი გაგცენ. თუ არ ცალიათ მაშინ დასვან ასისტენტი, მაგრამ პროფილი უნდა იყოს მუშა თუკი გაინტერესებს მოსაზრებები და როცა ვიღაცეები ცდილობენ თემა შეცვალონ და დაგესევიან უბრალო ზრდილობა მოითხოვს პასუხი გასცე, რად მინდოდა მე დავა, მე მაინტერესებდა პასუხი. აქ იბადება კიდევ ერთი კითხვა, ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რამდენადაა ეს მავანთაგან წინასწარ გათვლილი, ან სხვა სტილის მუშაობა არ იციან.

_ და ივანიშვილს არა აქვს საშუალება რამე შეცვალოს?

_ შენ წარმოიდგინე არა აქვს საშუალება, მას არა აქვს რესურსი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ივანიშვილმა ორი შეცდომა დაუშვა. პირველი ეხებოდა გირგვლიანის ხსოვნის აქციას. ადამიანი რომელიც ლაპარაკობ რომ არა ხარ რევოლუციის და კანონდარღვევის მოხმრე, მაშინ არ შეიძლება გაამართლო კანონდარღვევა. ივანიშვილს უნდა გაეპროტესტებინა პოლიციური ძალადობა და არა კანონის დარღვევა. ევროპაში ათმა კაცმა რომ მოინდომოს შუა ქუჩაში გასეირნება, ეგრევე დაგიჭერენ და ფსიქიატრიულშიც წაგიყვანენ შესამოწმებლად. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უნდა გაეპროტესტებინა პოლიციური ძალადობა რომელიც გადაჭარბებული იყო და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაემართლებინა კანონის დარღვევა. თუ დაარკვიდით ერთ მომენტს, ნაციონალები აქამდე არ მოქმედებდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად ძლიერად, პინგვინების დონეზე ლაპარაკობდნენ, სხვა თემაა ბანკის და მოქალაქეობის თემა, ახლა პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ. მისცეს ივანიშვილს ეიფორიის საშუალება, როგორც კი დაიწყო ეიფორიის დაბლა ჩამოწევა ეგრევე შეუტიეს. ამერიკის ინტერესი ძალიან ჭკვიანურად გამოიყენეს, ამ დროს ივანიშვილი შეცდომებს უშვებს. ივანიშვილის ადგილას დავბრუნდებოდი საწყის პოზიციაში, მოვიშორებდი ამათ, ვიფიქრებდი პარტიის შექმნაზე და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებდი. კი არ დავახარისხებდი, კოალიციას კი არ შევქმნიდი, ვითანამშრომლებდი. ხალხს ალტერნატიული ძალა წყურია და ეიფორიის დროს შეცდომებს ვერ ხედავდა, ახლა ყველა ხედავს რომ კოალიცია შეცდომა იყო, რესპუბლიკელები ძალიან დიდი შეცდომა იყო, ივანიშვილი ახლა ოდნავ პირღია დარჩა. ბიზნესმენის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ რომ ხვალ გამოვიდეს და თქვას სტოპ, ყველა მიდის ვიწყებ თავიდან! ეს არ იქნება გასაკვირი მისი მხრიდან. ბევრი ატეხავს ერთ ამბავს ეს რა ქნაო, მაგრამ პოლიტიკური დიდი პლიუსია ადამიანი ხედავს მიდის არასწორი გზით და ამუხრუჭებს, მინუსია როცა დამუხრუჭება უჭირს ადამიანს, იანიშვილი პოლიტიკოსი არაა და შანსია რომ დაამუხრუჭოს, მეტს მოიგებს თუ დროზე დაამუხრუჭებს.

 

http://www.georgian-style.net/?p=2466

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ უნდა მაგ კაცს კაცო ნაცების გაგდება, რით ვერ გაიგეთ :) რომ უნდოდეს, ძაან მარტივია: გამოაცხადოს, რომ ამერიკის დედაც, ნატოს დედაც, რუსეთთან ვიქნებით. ვისაც გინდათ, მომეცით ხმა, ვისაც არ მოგწონთ, ცივი წყალი დალიეთ. დაიქირაოს ოფიციალურად რამოდენიმე რუსი მოქალაქე, და ესენი რომ რამეს უზამენ, ვოვა შემოვა თავიანთი მოქალაქეების დაცვის საბაბით, და მოყომარდება ყველაფერი. მაიმუნობს რა, თორე მაგაზე ადვილი რა არის, გადაუხადოს რუს გენერლებს ნახევარი მილიარდი, და დაკუწმაწებულს ჩააბარებენ ნაცების მთელ ბანდას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შენ იმდენს იზამ კიდევ დიდი ხანი მოგიწევს მანდ ყოფნა... :givi:

ნაწილობრივ ვეთანხმები შენს წერილს, მაგრამ არც ეგეთი კრავი მგონია ბიძინა, რომ ვიღაცის რჩევებს

დაუფიქრებლად ახმოვანებდეს.

 

 

DonCaredo

ამდენი ძალადობა არ შეიძლება ,,არაააა,,,, :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამდენი ძალადობა არ შეიძლება ,,არაააა,,,,

ძალადობის განმარტება დაიდოს :) მტერს რომ კლავ, ძალადობაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძლივს რაღაც იმედი გაჩნდა, რომ არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს, უცხოეთის დახმარებით. ივანიშვილი ვერავის ვერ დააძალებს, გინდა თუ არა ხმა მომეციო, ნაცებისგან განსხვავებით.

ფაცეზეც და ბევრგან ვამჩნევ ივანიშვილის გადამეტებულ კრიტიკას. არც მე მომწონს ალასანია და რესპები, მაგრამ არჩევნებამდე მივიდეთ.

ნუ მივცემთ ხმას ივანიშვილის კოალიციას და ავირჩიოთ ნებისმიერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ისე ძაან საინტერესოა, რატო იძაბებიან ასე?

ნუთუ ნაცების მეტი არავის არ ააქვს უფლება მოვიდეს ხელისუფლებაში???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ისე ძაან საინტერესოა, რატო იძაბებიან ასე?

 

ვააა, აქამდე რითი ვერ გაიგეთ, საქართველო უყვართ და საქართველოსთვის იძაბებიან ესე! :givi: აბა თქვენ რა გეგონათ?

 

საშინელი კაცი ყოფილა ბიძინა! 1 კვირაში 2 საააშინელი გაუშვა :P

უფრო სწორად, 2 თვეში 1 შეცდომაც არ დაუშვია.

 

 

ნუ მივცემთ ხმას ივანიშვილის კოალიციას და ავირჩიოთ ნებისმიერი.

უგულავა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

მეტი არ არის ჩემი მტერი, მაგათ საქართველოს სიყვარული ძაბავდეთ... :D :D

 

აი უგულავას პრეზიდენტობაზე , როგორ უნდა იფიქრო ნორმალურმა ადამიანმა?

ფუუუ... სირცხვილია ეგ რო პრეზიდენტი გახდეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Две коровы:

- Знaешь, мне кaжется, что они нaс кормят только для того, чтобы выкaчивaть из нaс нaше молоко, a потом убить и съесть.

- Дa брось ты свою дурaцкую теорию зaговорa! А то нaд тобой все стaдо смеяться будет.

 

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

აი უგულავას პრეზიდენტობაზე , როგორ უნდა იფიქრო ნორმალურმა ადამიანმა?

ფუუუ... სირცხვილია ეგ რო პრეზიდენტი გახდეს..

ეგ ჩემთვის და თქვენთვის არის სირცხვილი!!! ბიძინას კრიტიკებისთვის ეგ "ზაპასნოი" ვარიანტია, დააკვირდით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ მივცემთ ხმას ივანიშვილის კოალიციას და ავირჩიოთ ნებისმიერი.

 

უგულავა

 

ისე გაერთნენ ივანიშვილის კრიტიკით, სააკაშვილი საერთოდ დაავიწყდათ.

პ.ს. მე ქართლოს ღარიბაშვილს ავირჩევდი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

ქართლოსი ის არ არის სულ ჭაღარა როა??

რამ გაგახსენა..

 

მაგას რა დამავიწყებს: ყველა არჩევნებზე იყარა კენჭი. კარგად მახსოვს პარლამენტში დებატები იყო სნგ-ში შესვლაზე და წარმოსთქვა ისტორიული სიტყვა: სნგ ეს არის, კარაქი, ყველი, ბენზინი, დენი, გაზი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...