Jump to content
Planeta.Ge

დემოკრატია და იმპერიალიზმი


Recommended Posts

მოკლე ისტორია დემოკრატიისა და იმპერიალიზმის

დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ქორწილის ისტორია ძალზე საინტერესო დეტალებს შეიცავს. ყველა ევროპული დემოკრატია, რომელიც 18-ე და 19-ე საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ორი რამე ჰქონდათ საერთო: 1) არჩევნებში მონაწილეობის უფლებეა, მხოლოდ გარკვეულ სოციალურ ფენებს ჰქონდათ (საარჩევნო ცენზი არსებობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყო) და 2) ყველა დემორატიული სახელმწიფო ამავდროულად კოლონიური იმპერია იყო. ამ ორ მსგავსებამ განაპირობა დემოკრატიის წარმატებულობა ევროპაში. ფეოდალური სისტემის რღვევა და აბსოლიტიზმის მონარქიების კრიზისის შემდეგ, პარლამენტარიზმი ერთადერთ ალტერნატივად მოგვევლინა. ჩვენ ვერ გავიგებთ დემოკრატიის ისტორიას თუ მის კავშირს კოლონიალიზმთან ვერ დავინახავთ. დემოკრატია პირდაპირ კავშირში იყო კოლონიალიზმთან. წარმატებული კოლონიზაციას აწარმოებდა ის იმპერია, სადაც სავაჭრო-კომპანიები ძლიერი იყო და სადაც ფეოდალების გავლენას, მდიდარი ვაჭრები (ბურჟუები) ცვლიდნენ. ეფექტური კოლონიალიზმისთვის საჭირო იყო ძლიერი სავაჭრო-კომპანიები ესეთი კოლონიური სავაჭრო-კომპანია იყო „ოსტ-ინდოეთის“, „ვესტ-ინდოეთის“, „ახალი საფრანგეთის კომპანია“, „ვირჯინიის კომპანია“ და სხვა. კომპანიები აბსოლიტურ მონარქიის პერიოდში, სახელმწიფოს დანამატს ასრულებდნენ და დამოკიდებულნი იყვნენ მართველ დინასტიაზე. რევოლუციები როგირც იყო ნიდერლანდებისა და ინგლისის რევოლუციები, წამოიწყეს რამოდენიმე მოთხოვნით: 1) მონარქის მიერ გადასახადების თვითნებურ დაწესებულების შეზღუდვის მოთხოვნით 2) კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისთვის 3) ფეოდალებისთვის სოციალური პრივილეგიების გაუქმებისთვის 4) აგრარული საკითხი და 5) რელიგიური საკითხისთვის. ამ რევოლუციებმა აჩვენეს, რომ ახალი კაპიტალისტური სისტემისთვის, სახელმწიფოს მიერ გაზრდილი გადასახადები და ყოველგვარი ჩარევა მათ სავაჭრო საქმიანობაში იწვევდა მკვეთრ უკმაყოფილებას. რევოლუციებმა აბსოლიტური მონარქია პარლამენტარიზმით ჩაანაცვლეს, ხოლო პარლამენტარიზმის მეშვეობით მოხდა კაპიტალიზმის პოლიტიკასთან ქორწილი.

 

რატომ აირჩიეს პარლამენტარიზმი?

სავაჭრო კომპანიათა, გილდიათა და ა.შ მრავალფეროვნება, გამორიცხავდა მათ საერთო ინტერესების არსებობას. პარლამენტარიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციების შემდეგ საარჩევნო ცენზი ჰქონდა. მდიდრების ხმას გაცილებით მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე უფრო დაბალ სოციალურ ფენების ხმას (რეალურად მაშინ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას არ ჰქონდა არჩევნებში ხმის უფლება). ახალმა პარლამენტარიზმი სავსებით კომფორტული აღმოჩნდა ახლად ჩამოყალიბებულ სოციალურ ფენებისთვის, რომლებსაც ფეოდალური წეს-ჩვეულებები ხელს უშლიდა სოციალურ იერარქიაში ასვლისთვის. ნათელი გახდა რომ არსებული პარლამენტარიზმი იყო ახალი სოციალურ ფენის ინტერესებისთვისთვის შექმნილი და ის ელიტარისტული იყო. სახელმწიფოს მოწყობაც გადაიხედა, ამიერიდან კომპანიების ინტერესების გამტარებლად გადაიქცეულმა იმპერიებმა, რომლებმაც უფრო აგრესიული კოლონიური პოლიტიკა წამოიწყეს და მერკანტელურ პოლიტიკას აწარმოებდნენ (მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ბაზრებზე, უცხო სავაჭრო ორგანიზაციებს შეუზღუდეს მოღვაწეობა). გასაგები გახდა, რომ დემოკრატია სავაჭრო-კომპანიებისა და იმპერიალიზმის სამსახურში ჩადგა.

 

 

 

 

დემოკრატია ასოცირდება მაღალ ცხოვრების დონესთან, ძირითადად ჩვენსავით მესამე სამყაროს ქვეყნები, დემოკრატიას არა ხალხის ნების გამოხატულებას, მაღალი ცხოვრების დონისთვის აუცილებელ სისტემად მიიჩნევენ (არა და ესე არაა), მარტივი შეკითხვა, რომ დავსვა - მსოფლიოში ყველგან ლიბერალ-დემორკატიული სისტემა რომ არსებობდეს, ყველგან მაღალი ცხოვრების დონე იქნება, თუ მხოლოდ იქ იქნება მაღალი ცხოვრების დონე, რომლებიც იმპერიალისტურ ქვეყნებს წარმოადგენენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და იმპერიალიზმი ცუდია? ჩვენ ხომ ადრე ტუ გვიან ყველანი ერთი იმპერიის შვილები გავხდებით გლობალიზაციის მეშვეობით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”.

 

დემოკრატიისგან რომ ტირანები იბადებიან ეს არაა ახალი...

 

 

დემოკრატია კი არ არის აბსურდული, არამედ იმპერიალიზმს უწყობს ხელს...

 

gendolf

და იმპერიალიზმი ცუდია? ჩვენ ხომ ადრე ტუ გვიან ყველანი ერთი იმპერიის შვილები გავხდებით გლობალიზაციის მეშვეობით?

 

გლობალიზაცია ბლეფია - ვერ გაქაჩავს ეს სისტემა გლობალიზაციამდე..

 

 

იმპერიალიზმი კი ცუდია, რადგან იმპერიალიზმის ნიშნავს სხვის ძარცვას და როგორც წესი ეს სხვა - ხალხია..

 

არავინ არ იფიქროთ, რომ ვინმე იმპერიები უცხო ქვეყნის ელიტებს ძარცავენ, არა ისინი უშუალოდ ხალხს ძარცავენ და ამას მათი ელიტის მეშვეობით აკეთებენ - საქართველო ამის კარგი მაგალითია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

გლობალიზაცია ბლეფია - ვერ გაქაჩავს ეს სისტემა გლობალიზაციამდე..

გაქაჩავს, და ეს იქნება ერთიანი სისტემა სადაც ყველა "ბედნიერი" იქნება რადგან არ იქნებიან მოწინააღმდეგე მხარეები, არღარ იქნება ომები,ტერორიზმი იქნება ერთიანი ვალუტა, საერთო ენა(აღარ იქნება ადამიანებს შორის კომუნიკაცია პრობლემა) და მმართველი ელიტა იცხოვრებს დანარჩენი საზოგადოების ხარჯზე

 

giauridia

პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”

აქედან გამოსავალი ანარქიაა, უბატონო სისტემა თუმცა მისი განხორციელება ყოვლად შეუძლებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

გაქაჩავს, და ეს იქნება ერთიანი სისტემა სადაც ყველა "ბედნიერი" იქნება რადგან არ იქნებიან მოწინააღმდეგე მხარეები, არღარ იქნება ომები,ტერორიზმი იქნება ერთიანი ვალუტა, საერთო ენა(აღარ იქნება ადამიანებს შორის კომუნიკაცია პრობლემა) და მმართველი ელიტა იცხოვრებს დანარჩენი საზოგადოების ხარჯზე

 

ვერ გამოდგება, იმიტომ რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არავის არ აწყობს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც უფრო მალე ვისწავლით რომ ცხოვრება უსამართლოა, უტოპია სლეობაა და შენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და პირიქით, თუ საშუალება მიეცი შენ გაგაკეთებინებს, მით უფრო მალე ვისწავლით საკუთარი ცხოვრების და ქვეყნის მოწყობას.

მანამდე კი რაღაც არაადეკვატურ ილუზიებში ჩაფლული იცხოვრებთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...