Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სააკაშვილი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/59881.jpgსაქართველოს პრეზიდენტი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სკოლის დეკანი კეროლ ლანკასტერი და ევრაზიის რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის დირექტორი ანჯელა სტენტი მასპინძლობდნენ. შეხვედრას 700-მდე ადამიანი ესწრებოდა. იქ იმყოფებონენ სხვადასხვა შტატში მცხოვრები ქართველები, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სტუდენტები და ამერიკელი პოლიტილოგები.

 

პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაზე, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებზე, რეფორმებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბარაკ ობამასთან და შეერთებული შტატების ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებსა და ამ შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე.

 

`ამერიკა, ჩვენი აზრით, მსოფლიოსთვის სასიკეთოდ დიდი ძალაა. ნებისმიერ ადგილას, მოსკოვის ცენტრში თუ ახლო აღმოსავლეთში, სადაც წელს ხდება ცვლილებები, გირჩევთ დააკვირდეთ, რომ ამ ადამიანებისთვის ამერიკა არის შთაგონება. ასევე ამერიკა იყო შთაგონება ჩემი ხალხისა და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობისთვის,`- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში შეკრებილებთა შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო ურთიერთობებს, ასევე განხორციელებულ რეფორმებს. სააკაშვილმა საპასუხოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, ასევე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დანაშაულის შემცირებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოდერნიზებაზე.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...