planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59883.jpgსაქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და დევიდ პეტრეუსმა აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბრის დროს გენერალმა ისიც გაიხსენა, რომ იგი ერთადერთი ამერიკელი გენერალი იყო, რომელიც ქართველ სამხედროებს ორ ფრონტზე - ერაყსა და ავღანეთში ხელმძღვანელობდა. როგორც დევიდ პეტრეუსმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, იგი აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით. საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ძალების ჰოსპიტალში მივიდა. მან ავღანეთში დაჭრილი ქართველი პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ორ ამერიკელ სამხედროს ბულრესონ მარკუსს და ბრაუნ ქრისჩენს კი გენერალ კვინიტაძის სახელობის ჯილდოები გადასცა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts