planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59884.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ლიდერებთანაც გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი სენატორებს რიჩარდ დურბინს, ჯონ კაილს, ასევე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბონერს შეხვდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განცხადება პრესისთვისაც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ ესაუბრა ასევე კონგრესმენებს – სტენი ჰოიერს, დევიდ დრეიერს და კრისტოფერ მერფის. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების ძირითადი თემები ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოება იყო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts