planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59885.jpgმიხეილ სააკაშვილის ვიზიტს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. საგარეო უწყების პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორშაბათს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ოვალურ კაბინეტში საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებზე, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წარმატებულ პროგრამებზეა დაფუძნებული. ვიქტორია ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები უნდა დარჩნენ აისაფის ოპერაციაში ნატოს ჯარებთან თანამშრომლობისთვის, რაშიც მათ შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს. `ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. ეს თანამშრომლობა დაფუძნებულია წარმატებულ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქართული სამხედრო რეფორმების დასახმარებლად, რასაც ჩვენ ასევე ვაკეთებთ საქართველოს ბევრ მეზობელთან. ეს მხარდაჭერა გულისხმობს ქართველი სამხედროების მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, რაც მათ ნატოსთან თანამშრომლობასაც უწყობს ხელს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან,`- განაცხადა ნულანდმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts