planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59888.jpgუამინდობით გამოწვეული დაზიანებების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად აღდგენილია საქართველოს ყველა რაიონში. გასული დღეების განმავლობაში უამინდობის შედეგად 64,000-ზე მეტი აბონენტი რეგიონებში დენის გარეშე იყო დარჩენილი. ქარმა და ძლიერმა თოვლმა გადამცემი ხაზები დააზიანა, რთული კლიმატური პირობების გამო, ვერ ხერხდებოდა სარემონტო სამუშაოების დროულად ჩატარებაც, თუმცა 24-საათიანი საგანგებო რეჟიმის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სატრანსპორტო მოძრაობას, ამ დროისთვის ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი, თუმცა გუდაურამდე მისვლა შესაძლებელია სპეციალური ჯაჭვების გამოყენებით. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილზე და მაღალმთიან აჭარაში. ყველა სხვა მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად აღდგენილია. ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ჯგუფები 24-საათიანი გრაფიკით მუშაობენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts