planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ვაშინგტონში პრეზიდენტის ტრადიციულ საუზმეს დაესწრო. ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც შეერთებულ შტატებში უკვე 60 წელია იმართება, 50-მდე ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები, რელიგიური სფეროსა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუზმეზე შეკრებილ საზოგადოებას ბარაკ ობამამ სიტყვითაც მიმართა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი თარგამაძემ და პარტიის საერთაშორისო მდივანმა შეხვედრები გამართეს კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ვაშინგტონში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts