planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59889.jpg`რესპუბლიკური პარტია` კახა კუკავას ბრალდებას პასუხობს. `თავისუფალი საქართველოს` ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რეალურად, სწორედ` რესპუბლიკელები` იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ალიანსში ბიძინა ივანიშვილთან. პრესკლუბ `პრაიმ ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ `ქართული ოცნების` ლიდერი ბიძინა ივანიშვილი `რესპუბლიკელებთან` მხოლოდ კონსულტაციებს მართავს, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი ის თავად იღებს. `კახა კუკავას კოალიაციაში შემოსვლის საკითხი კოალიციის შიგნით არ დაუსვამს არც ერთ სუბიექტს და არ კუკავა გვინახავს იქ მოსული - მიმიღეთო. შესაბამისად, განცხადებები, რომ ვინმემ რამე დაბლოკა, არის სიცრუე. გაერთიანებაზე და ერთობაზე ყველაზე მეტს საუბრობს ის ხალხი, რომელიც თვითონ ვერ თავსდება რაიმე ერთობაში, მათ შორის საკუთარ პარტიაში,`- განაცხადა უსუფასვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts