planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 /get_img?ImageId=6168 ამერიკელი ფიზიოლოგები მიიჩნევენ, რომ შაქრის მოხმარებისთვის ქვეყნებმა ახალი საგადასახადო რეგულაციები უნდა დააწესონ, ვინაიდან ის იმავე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, რასაც თამბაქო და ალკოჰოლი. პროფესორმა რობერტ ლუსთიგმა ჟურნალში Nature გამოაქვეყნა სტატია, სადაც მიიჩნევს, რომ ქვეყნების მიერ საჭიროა ახალი რეგულაციების მიღება საკვებ წარმოებაში. "ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი გადასახადები კონკრეტულ საკვებ პროდუქციაზე უკვე არსებობს. საფრანგეთში ეს არის ტკბილი გამაგრილებელი სასმელები, დანიასა და უგრეთში კი პროდუქტი ცხიმის მაღალი შემადგენლობით,"-ამბობს ის. ბრიტანეთის კვების მრეწველობის ფედერაციის მონაცემით, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე შაქრის გამოყენება სამჯერ გაიზარდა. ფიზიოლოგები მიიჩნევენ, რომ შაქარი ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიპერტინია და დიაბეტი. პოფესორი ლუსთიგი სტატიაში წერს, რომ სახელმწიფომ უნდა გადახედოს ახალი გადასახადების შემოღების საკითხს ტკბილეულისა და ტკბილი სასმელის ვაჭრობის დროს, თუმცა, მკვლევარები აღიარებენ, რომ აღნიშნული საკითხის გამო, პოლიტიკაში კვების მრეწველობის ლობისტებთან დაპირისპირებაც მოუწევთ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts