planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 /get_img?ImageId=6170 ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა. საუბრის დროს გენერალმა ისიც გაიხსენა, რომ იგი ერთადერთი ამერიკელი გენერალი იყო, რომელიც ქართველ სამხედროებს ორ ფრონტზე - ერაყსა და ავღანეთში ხელმძღვანელობდა. როგორც დევიდ პეტრეუსმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, იგი აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით. საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში, სამხედრო ძალების ჰოსპიტალში მოინახულა. ტუღუში ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს დაიჭრა და ის მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. "ის მძიმედ დაიჭრა ავღანეთში. მისი დედა ასწავლის გეოგრაფიას ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში. ალექსანდრემ მითხრა, რომ ძალიან ახლო მეგობარი იყო ჩვენი ეროვნული გმირის, ზაზა დამენიასი, რომელმაც 2004 წელს ცხინვალში თავისი სხეულის გადაფარვით გადაარჩინა ყუმბარის აფეთქებისაგან თანამებრძოლები. ალექსანდრე მითხრა, რომ მოუთმენლად ელის სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ჩაიცვას ფორმა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts