planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/16-fero.jpgსაქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და საფრანგეთის პროფკავშირები ურთიერთდახმარების შესახებ დღეს შეთანხმებას გააფორმებენ . როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საფრანგეთის პროფკავშირების მიერ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერას დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხებში, ასევე გამოცდილების გაზიარებას, სწავლების, შრომის ბაზრის კვლევის და სხვა სფეროებში დახმარებას გულისხმობს. მხარეები ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ, მიგრანტი მშრომელების უფლებების ეფექტურად დაცვის მიმართულებით. საფრანგეთის პროფკავშირები დახმარებას გაუწევენ საქართველოდან მოუწესრიგებელი დოკუმენტების მქონე მშრომელ მიგრანტებს, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობა მათი ლეგალიზების საშუალებას იძლევა. “ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს ევროკავშირის სოციალურ და შრომით სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას, ქვეყანაში სოციალური დიალოგის გააქტიურებას, რაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ასპექტია”, – აცხადებენ პროფკავშირებში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts