Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველო იუნესკოში განათლების საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყანად მეორედ აირჩიეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/UNESCO-300x199.jpgსაქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს  მმართველი საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყნად მეორე ვადით აირჩიეს.

 

 როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ბრიფინგზე აღნიშნა,  ეს არის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების პირდაპირი აღიარება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც იუნესკოა.

 

„ამასვე ადასტურებს სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია ”გელაპის” მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები, რომელმაც  აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% მხარს უჭერს და ენდობა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას,“- დასძინა მინისტრმა.

 

 იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს აქტივობებში მნიშვნელოვანი როლის შესრულების, კონსტრუქციული, წარმატებული მოღვაწეობისა  და საკუთარ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გამო,  იუნეკოს განათლების  საბჭომ ახალი ვადით (2012-2013), ხმათა უმრავლესობით, საქართველო კვლავ ვიცე პრეზიდენტ, ხოლო ნორვეგია პრეზიდენტ ქვეყანად აირჩია.

 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განვლილი და მიმდინარე წლების ანალოგიურად,  კვლავ გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობას იუნესკოს განათლების ბიუროს ეგიდით გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში. სამინისტრო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საბჭოს სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც გლობალურ შედეგებზეა ორიენტირებული და მსოფლიოს მასშტაბით  განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...