planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sajaro-reestris-erovnuli-saagento-300x293.jpg2012 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 196 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 97.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.6% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). მათივე ცნობით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.959 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. იანვარში 2011 წლის იმავე თვესთან (3 897 ბიზნეს სუბიექტი) შედარებით აშკარა ზრდა (7.7%-ით), ხოლო წინა თვესთან შედარებით კლება დაფიქსირდა (22.7%-ით). მსგავსი კლება უჩვეულო არაა სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით: ბიზნესის რეგისტრაციის ასპექტით იანვარი მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts