planetanews Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/imag.jpegკომპანია “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ყველა რეგიონს მიეწოდება როგორც კომპანიიდან „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, გასული დღეების განმავლობაში უამინდობის შედეგად გათიშული იყო რეგიონების ნაწილი, კერძოდ გათიშული აბონენტების რაოდენობა საერთო ჯამში 64 526 შეადგენდა. ამ დროისათვის კი, აღნიშნული შეზღუდვა მოხსნილია. მათივე ცნობით, რთული კლიმატური პირობების და ძლიერი თოვლის შედეგად დაზიანდა როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის დროებითი შეზღუდვა. ცუდი ამინდი აფერხებდა სარემონტო სამუშაოების წარმოებას. განსაკუთრებით რთული იყო მაღალმთიან რაიონებში მუშაობა; თუმცა კომპანიის ტექნიკური ბრიგადები განაგრძობდნენ მუშაობას 24 საათიან საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად მოახდინათ უამინდობით მიყენებული ზიანის ლოკალიზება და გათიშული აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts