ოთო1991 Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 დღეს მე მოგიყვებით იმ ამაზრზენ ფაქტზე რომელიც კახეთში, კერძოდ კი გურჯაანში მოხდა. საქმე ეხება ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის დაკავებას რომელიც ბრალდებულია გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში.არ შეიძლება არ აღინიშნოს ის რომ გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორია. კახეთის საოლქო პროკურორის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით. მაგრამ აქვე არის რამოდენიმე საეჭვო გარემოება. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სოფო ნიკოლაიშვილის მამა დავით ნიკოლაიშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გახლავთ და საკმაოდ აქტიურიც,აქამდე კი ის “ქართული პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. როგორც www.ick.ge გვატყობინებს სოფომ გიორგი სიბაშვილის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით გასროლა სცადა მაგრამ სიბაშვილს მისთვის იარაღი წაურთმევია და მიუყვანია პოლიციაში, ძალიან უცნაურად მეჩვენება მე ეს ყველაფერი.ახლა კი შემოგთავაზებთ სოფოს ადვოკატის მაგული ღვალაძის კომენტარს: „მომაწოდეს ინფორმაცია როგორ მოხდა მისი დაკავება, დაკითხვა და იზოლატორში გადაყვანა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და ა.შ. ფაქტია, რომ სოფოს დაკავების შემდეგ პოლიციაში მისი უფლებები დაარღვიეს, როცა ადვოკატის გარეშე დაკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ადვოკატს ითხოვდა. ასევე, 5 საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, არც ოჯახის წევრებს შეატყობინეს დროულად“, – განაცხადა მაგული ღვალაძემ. 20 წლის სოფო ნიკოლაიშვილს ბრალი 2 მუხლით წაუყენეს:სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლები სასჯელის სახით 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე აქედან ერთი დასკვნა გამომაქვს, თუ სოფო ნიკოლაიშვილი არის ძალიან ობიექტური ჟურნალისტი, აგრეთვე მისი მამა დავით ნიკოლაიშვილი არის იქ სადაც უნდა იყოს და არა იქ სადაც სურს ამ პირსისხლიან რეჟიმს, თავისუფლად შეიძლება მივანიჭოთ სოფოს დაკავების ფაქტს კიდევ ერთი პოლიტიკური ტერორი, ხოლო სოფო ნიკოლაიშვილს უკანონო და პოლიტიკური პატიმარი!!! ასე რომ, თავისუფლება უკანონო პატიმარ სოფო ნიკოლაიშვილს!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 არ შეიძლება არ აღინიშნოს ის რომ გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორიამოსაკლავი ყოფილა და მოუკლიათ საღოლ თუ მართლა მაგ გოგომ მოკლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 DonCaredoმოსაკლავი ყოფილა და მოუკლიათ საღოლ თუ მართლა მაგ გოგომ მოკლა. ეს საიდან დაასკვენი ?! არავინ არ მოუკლიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 სულ ტყუილად გააუბედურეს ახალგაზრდა გოგო :-(. იმ საბიაშვილს კი ალბათ დააწინაურებენ და მედალსაც მისცემენ:-(ზომბოყუთების (რ2, იმედი) კი დიდი ხანია არ მჯერა:-( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 რაღაც აბდაუბდა ისტორიაა, ნამდვილად რა მოხდა ნეტავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 თავისუფლად შეიძლება მივანიჭოთ სოფოს დაკავების ფაქტს კიდევ ერთი პოლიტიკური ტერორიმივანიჭოთ რა, ჩვენი რა მიდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 მივანიჭოთ რა, ჩვენი რა მიდისრა თქმა უნდა, გამოიკვლევენ, სიმართლეს დაადგენენ და მერე უნდა გამოვიტანოთ დასკვნები...იხ. გირგვლიანის საქმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 georgekh13რა თქმა უნდა, გამოიკვლევენ, სიმართლეს დაადგენენ და მერე უნდა გამოვიტანოთ დასკვნები... იხ. გირგვლიანის საქმე... ???????????სამწუხაროდ ამათი გამოკვლეულის დიდი ხანია არ მჯერა.ჯერ ერთი, ამათი გამიკვლეული არის გამოსაკვლევი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 ???????????სამწუხაროდ ამათი გამოკვლეულის დიდი ხანია არ მჯერა.ჯერ ერთი, ამათი გამიკვლეული არის გამოსაკვლევი!რა თქმა უნდა... ეგ სატურნს სჯერა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 არავინ არ მოუკლიათ.ხო, მცდელობა ყოფილა, მე კიდე გამეხარდა, მეგონა რომ მოკლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 laciრაღაც აბდაუბდა ისტორიაა, ნამდვილად რა მოხდა ნეტავ? ან დაწერონ სიმართლე ბოლომდე ან ჯერ გამოიკვლიონ და მერე დაწერონ. გაუპატიურებას უპირებდაო, იარაღი ამოიღო და ააცილაო. პაემანზე თუ მიდიოდა, იარაღი რად უნდოდა. თუ იცოდა, რომ უნდა გაეუპატიურებინა, საერთოდ რათ წავიდა შესახვედრად. ან ბობო ბოლო ნახევარი მეტრიდან როგორ ააცილა და იარაღი როგორ წაართმევინა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 mtidanსაერთოდ აბდაუბდაა ეგ ისტორია, ზოგი ამბობს შეყვარებულები იყვნენო..წარმოიდგინე ეხლა შეყვარებული იარაღით დაგადგეს და მერე ის პოლიციაში წაიყვანო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 პაემანზე თუ მიდიოდა, იარაღი რად უნდოდა"გაუპატიურება თუ დამიპირა, მავკლავ" -ო იფიქრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2012 გამოდის ხალხური ანდაზა მართალია, რომ არ უნდა ენდო არც პოლიციელს და არც პროკურორს ადრეა თუ გვიან, ის მაინც თავისას გააკეთებსოოო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.