planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარეს, მანანა ქოჩლაძეს, “Facebook”-ის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე სამინისტროში სამუშაო ადგილი შესთავაზა. მინისტრის შეთავაზება ერთ-ერთ დისკუსიას მოყვა. გარემოს დაცვის სამინისტროს გვერდი Facebook-ზე რამდენიმე დღეა შეიქმნა და შექმნის დღიდან ”მწვანე ალტერნატივა” აქტიურადაა ჩაბმული დისკუსიაში და მწვავე შეკითხვებს სვამს. ერთ-ერთ ასეთ დისკუსიას მოყვა გოგა ხაჩიძის შემოთავაზებაც: ”ქ-ნო მანანა, ხომ არ გექნებოდათ სურვილი, სამინისტროში გემუშავათ? მზად ვარ, განვიხილოთ პირობები. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებდა თქვენნაირი გულანთებული გარემოსდამცველი. მერე რა, რომ დაბალი შემოსავალი და მეტი პასუხისმგებლობა გექნებათ. გაიჭირვეთ ცოტა გარემოსთვის, მერე კი მშვიდად დაწერეთ მემუარები, ჩათვალეთ, რომ ოფიციალური შემოთავაზებაა, კეთილი სურვილებით”. ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარემ "ნეტგაზეთთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გოგა ხაჩიძის მსგავსი მინისტრის პირობებში მუშაობას არ ისურვებდა: ”გოგა ხაჩიძის მსგავს მინისტრებთან მუშაობას ნამდვილად არ ვისურვებდი, მე ვერ ავუხსნი მინისტრს, რას ნიშნავს გარემოს დაცვა,”- ამბობს ქოჩლაძე. მინისტრის შეთავაზებაში ხელფასზე აპელირებას კი ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე ასე პასუხობს: ”ბევრად ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე გოგა ხაჩიძეს. მის ხელფასს პრემიის გარეშეც კი ვერ ვეწევი, არა მგონია, ჩემი 900 ევრო სალაპარაკო იყოს, როცა მინისტრის წლიური შემოსავალი 144 000 ლარია”. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts