planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/380251-300x225.jpgყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინ ხვალ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აქციას გამართავენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ქართული ოცნების პრესცენტრიდან აცნობეს.ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით ?!). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ,,ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.” ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა. ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts