planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 3 თებერვალს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ოლოფ პალმეს საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.თემა: ‘უსაფრთხოება და დემოკრატია: ესპანეთი – საქართველო’.თსუ-ის I კორპუსი, აუდიტორია #6 3 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინში’-ში, ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორციელების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. 3 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართება.თემა: ‘ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე’ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო პრეზენტაციაილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 3 თებერვალს, 12.00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, პროფკავშირების გაერთიანება და საფრანგეთის პროფკავშირები ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/43 3 თებერვალს, 12:00 საათზე, ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი’ რუსთავში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს. 3 თებერვალს, 12.00 საათზე, ‘პრაიმ-თაიმის’ პრესკლუბში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს ‘რესპუბლიკელი’ დავით უსუფაშვილი უპასუხებს. 3 თებერვალს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში განახლებული ფოტო და ფონოსაცავების პრეზენტაცია გაიმართება.მის: ვაჟა-ფშაველასგამზ. #1 3 თებერვალს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ოფისში, პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ‘ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების კონტროლი’.მის: ორთაჭალა, ჟანი კალანდაძის ქ. #3საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49 3 თებერვალს, 13.00 საათზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აქციას გამართავენ. 3 თებერვალს, 13:00 საათზე, ITV-ის მედიაკლუბის სტუმარი ალეკო შალამბერიძე იქნება. 3 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი’ ბრიფინგს გამართავს.თემა: ‘სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნა’.მის.: ვ ბერიძის ქ. #9 3 თებერვალს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს. თემა: ‘გაუქმდეს საკომუნიკაციო კომპანიების გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სააბონენტო ნომრებზე 0,20 ლარისა და 0,50 ლარის დაქვითვას’.მის: ქ. წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. #50/18 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ‘თავისუფალ ასოციაციათა კავშირის’ ოფისში, პარტია ‘თავისუფალი საქართველო’ და ‘უმუშევართა კავშირი’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.მის: ბაქოს ქ.#6 3 თებერვალს, 15:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე ბრიფინგს გამართავს.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 3 თებერვალს, 15.00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრა ჩატარდება.თემა: ‘იანვარი მთელ მსოფლიოში თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის ინფორმაციულობის ამაღლების თვეა’.მის.: მ. ასათიანის ქ. #9 3 თებერვალს, 17:00 საათზე, ფონდ ‘ღია საზოგადეობა – საქართველოს’ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციია’ სამშენებლო კომპანია ‘ცენტრ-პოინტის’ უკანონო ქმედებების ამსახველ ფოტოგამოფენას და ფილმის ჩვენებას მოაწყობს.მის: ჭოველიძის ქ. №10საკონტაქტო პირი თემურ ფიფია (‘დაზარალებულ მენაშენეთა ასოცოაციის’ თავმჯდომარე) – 593 76 13 63 3 თებერვალს, 19.00 საათზე, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ორგანიზებით, სასტუმრო ‘ქორთიარდ მერიოტში’ 2011 წლის შედეგებით ნავთობპროდუქტების ბიზნეს–სექტორში მოქმედი კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts