planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59869.jpgმიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგრესში. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკელ კონგრესმენებს ბილ შუსტერს, მარიო დიას-ბალარტს, ჯონ გარამენდის, დანკან ჰანტერს, ტედ დოს, ჯონ რანიანს და შონ დაფის. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა გადავიდეს, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები. ითქვა, რომ საქართველოს წარმატებას უკვე არა მარტო აშშ, არამედ რუსეთიც აღიარებს, რაზეც ქვეყანაში რუსი ტურისტების რიცხვის ზრდაც მეტყველებს. მიხეილ სააკაშვილი სენატორებს ბობ კორკერს და მარკო რუბიოს შეხვდა. ხაზი გაუსვეს საქართველოს ჯარების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. სენატორების თქმით, საქართველო პროგრესის საუკეთესო მაგალითია და აქ ბიზნესისთვის შესანიშნავი კლიმატია შექმნილი. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრეჰემს და ჯეიმს რიშს შეხვდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts