planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59871.jpgამერიკაში გრძელდება ქრისტიან-დემოკრატების ვიზიტიც. პარტიის ლიდერები ამერიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს და დეპარტამენტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი ამერიკული გამოცდილების გაზიარება და საქართველოში დანერგვაა. გიორგი თარგამაძემ ამერიკელ მაღალჩინოსნებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით შემუშავებული ქრისტიან-დემოკრატების პროგრამა გააცნო. მანამდე პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს სენატსა და კონგრესშიც. `ქართული სოფლის აღორძინება ჩვენი პრიორიტეტია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქგარეთ მცხოვრები ადამიანების მიმართ ყურადღებას იჩენენ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებით, არამედ სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის კეთილდღეობის გარემოს შექმნით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება, ინფორმაცია, ცოდნა მივიღეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრების დროს, რასაც აქტიურად და ნაყოფიერად გამოვიყენებთ ჩვენს პროგრამაზე მუშაობის დროს,`- აღნიშნა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts