Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პუტინი დესტაბილიზაციას პროგნოზირებს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgვლადიმერ პუტინი რუსეთში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ვარაუდობს იმ შემთხვევაში, თუ ის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში არ გაიმარჯვებს. ამის შესახებ მოქმედმა პრემიერმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

`გამარჯვების იმედის გარეშე, ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებდი. მესმის და იმედი მაქვს თქვენც გესმით, რომ მეორე ტური ბრძოლის გაგრძელებას ნიშნავს და შესაბამისად, პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაც მოხდება. თუმცა აქ ჩემთვის საშიში არაფერია. მე მზად ვარ ამისთვის. თუ საჭირო გახდა, მეორე ტურშიც მივიღებთ მონაწილეობას,`- განაცხადა პუტინმა, რომელმაც არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა პირველად დაუშვა.

 

არჩევნებთან დაკავშირებით, მორიგი განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის მილიარდერმა კანდიდატმა მიხეილ პროხოროვმაც. მისი თქმით, მეორე ტურის დანიშვნა რუსეთისთვის ძალიან კარგი იქნება და ეს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

პარალელურად, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების გადახედვისა და გრიგორი იავლინსკის დარეგისტრირებისკენ მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...