planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59878.jpgსაქართველოში უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, – ამ საკითხებზე სამსჯელოდ, მთავრობა, დღეს, მცხეთაში საგანგებოდ შეკრიბა. პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა უწყების და სტრუქტურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა. დაისახა სტიქიასთან საბრძოლველად კონკრეტული გეგმებიც. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის, საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა, საკუთარ მოხსენებაში განმარტა, რომ სამეგრელოს რეგიონში და მაღალმთიან აჭარაში, ამ პრობლემის გადასაჭრელად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და, დღის ბოლოს, პრობლემა აღმოიფხვრება. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ, სასწავლო პროცესი აღდგება სხვადასხვა საჯარო სკოლებშიც. ყველაზე პრობლემური, ამ დროისათვის, მოძრაობა კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზეა. აქედან გამომდინარე, პირველი მოხსენებაც ნიკა გილაურთან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გააკეთა. მთავრობის იგივე შემადგენლობა პრემიერ-მინისტრთან ხვალაც შეიკრიბება, აღნიშნული პრობლემების დროულად მოსაგვარებლად. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts