Jump to content
Planeta.Ge

დღე, რომელმაც ინტერნეტი შეცვალა


Recommended Posts

##image#7416#1#2012 წე­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში გაფ­რთხი­ლე­ბით და­იწ­ყო. ფო­რუ­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­კი­პე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ამა წლის 18 იან­ვარს ვი­კი­პე­დია, WordPress, Reddit და სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ვებ­რე­სურ­სე­ბი გა­ი­თი­შე­ბო­და. ვი­კი­პე­დი­ის შემ­ქმნელ­მა ჯი­მი უელ­სმა სტუ­დენ­ტებს მი­მარ­თა და სთხო­ვა, რომ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა ცო­ტა ად­რე და­ე­წე­რათ, ვი­ნა­ი­დან ერ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი საყ­ვა­რე­ლი რე­სურ­სი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იქ­ნე­ბო­და… და მარ­თლაც, 18 იან­ვარს ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეკით­ხე­ბო­და თუ რა­ტომ იყო ვი­კი­პე­დია ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა რე­სურ­სე­ბიც ამ­დაგ­ვა­რად იყო ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, მით­ქმა-მოთ­ქმის ცენ­ტრში მა­ინც ვი­კი­პე­დია აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის ინ­ტერ­ნეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

 

ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­იწ­ყო, რომ აშშ-ის კონ­გრეს­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად ორი კა­ნონ­პრო­ექ­ტი შე­ვი­და: SOPA და PIPA. აბ­რე­ვი­ა­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­მა ამე­რი­კე­ლებ­მა ამ ტეტ­რაგ­რა­მა­ტო­ნებ­ში ღმერ­თის სა­ხე­ლის ნაც­ვლად ინ­ტერ­ნე­ტის სიკ­ვდი­ლის ფორ­მუ­ლა ჩა­შიფ­რეს. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი, SOPA, იშიფ­რე­ბა, რო­გორც Stop Online Piracy Act და ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ბი­ნად­რე ჯეკ­ბე­ღუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. მე­ო­რე, PIPA, უფ­რო ვრცელ ვა­რი­ან­ტში Protect Intellectual Property Act, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ამ ორი კა­ნონ­პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე გლო­ბა­ლურ აბ­ლა­ბუ­და­ში აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი გავ­რცე­ლე­ბაა, რი­თაც ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­დი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი იხე­ი­რე­ბენ. ისი­ნი აი­ძუ­ლე­ბენ უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვებს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ფუ­ლის გა­დახ­დას, რაც ამ უკა­ნას­კნელთ დღეს­დღე­ო­ბით უფა­სოდ აქვთ.

 

ინ­ტერ­ნე­ტად წო­დე­ბუ­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც დღეს­დღე­ო­ბით ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლაა გა­მარ­თუ­ლი, წარ­მო­ად­გენს ად­გილს, სა­დაც ოთ­ხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ერ­თე­უ­ლი იყ­რის თავს: ინ­ფორ­მა­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დებ­ლე­ბი და კა­ნონ­მდებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც პირ­ველ სამს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ევა­ლე­ბათ. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბო­ლო დროს ინ­ფორ­მა­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლებ­მა იძა­ლეს და კა­ნონ­მდებ­ლებ­ზე პირ­და­პირ თუ ირი­ბად ზე­მოქ­მე­დე­ბას შე­ე­ცად­ნენ. ვი­კი­პე­დი­ის ერ­თი დღით ჩაბ­ნე­ლე­ბა კი სწო­რად ამ ზე­მოქ­მე­დე­ბის უკუ­რე­აქ­ცია გახ­ლდათ. ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­წო­დებ­ლე­ბი შე­ე­ცად­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას და მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლე­ბის ჭკუ­ა­ზე მოყ­ვა­ნას.

 

##image#7415#0#ინ­ტერ­ნე­ტის ევან­გე­ლის­ტე­ბი წერ­დნენ, რომ ვი­კი­პე­დი­ის ჩაბ­ნე­ლე­ბამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო და ბო­ი­კო­ტი შედ­გა. 18 იან­ვრის აქ­ცი­ამ ხალ­ხის დიდ მა­სებ­ში გა­მო­იწ­ვია ჩოჩ­ქო­ლი. აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა კი აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში ხალ­ხის მი­ერ არ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ატ­ყდათ თავს. აღ­მოჩ­ნდნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც SOPA-ს და PIPA-ს კა­ნონ­პრო­ექ­ტებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტ­ყვის შეზ­ღუდ­ვის მცდე­ლო­ბა და­ი­ნა­ხეს, ვი­ნა­ი­დან თუ ეს კა­ნონ­პრო­ექ­ტე­ბი დამ­ტკიც­დე­ბო­და, ამ­ბობ­დნენ ისი­ნი, მა­შინ კა­ნო­ნის ძა­ლით ცენ­ზუ­რა და­წეს­დე­ბო­და ისეთ პო­პუ­ლა­რულ რე­სურ­სებ­ზე, რო­გო­რი­ცაა Youtube, WordPress, Wikipedia, Facebook (ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სრუ­ლი არ არის), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვე­ღარ მო­ვუს­მენ­დით ჩვენს საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებს, ვერ მი­ვი­ღებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას უშუ­ა­ლოდ თვით­მხილ­ვე­ლე­ბის­გან და არ გვექ­ნე­ბო­და წვდო­მა დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე დიდ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას­თან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უპირ­ვე­ლე­სად თა­ვი­სუ­ფალ სიტ­ყვას შეზ­ღუ­დავ­და და მხო­ლოდ ამის შემ­დგომ და­ი­ცავ­და ე.წ. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას. 20 იან­ვარს SOPA-ს კა­ნონ­პრო­ექ­ტი გან­ხილ­ვი­დან მო­იხ­სნა.

 

2012 წლის 18 იან­ვა­რი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც დღე, რო­დე­საც უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­აც­ნო­ბი­ე­რა ის სა­შიშ­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს, თუ­კი მსგავ­სი კა­ნონ­პრო­ექ­ტე­ბი შე­ვა ძა­ლა­ში. ამი­ე­რი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად, რო­ცა Youtube-ზე საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის მო­რი­გი ალ­ბო­მით დავ­ტკბე­ბით, ან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­ვი­ხე­დავთ ვი­კი­პე­დი­ა­ში, გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ის სი­კე­თე, რო­მელ­საც მო­ვიხ­მართ, შე­იძ­ლე­ბა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს არ გვქონ­დეს და, შე­სა­ბა­მი­სად, გვე­მახ­სოვ­რე­ბა დღე, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნე­ტი შეც­ვა­ლა.

 

 

 

 

 

იხილეთ tabula.geზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...