planetanews Posted February 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2012 რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო მოსკოველებს ურჩევს, მონაწილეობა არ მიიღონ ქუჩის მასობრივ აქციებში, რომელიც 4 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ დღეს დედაქალაქის მაცხოვრებლები სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მიტინგების გამართვას აპირებენ. ”შესაბამისი სამსახურების ცნობით, შაბათს -18 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. მოსკოვისთვის ეს ძალზედ დაბალი ტემპერატურაა. ამიტომ, თუ პროგნოზი გამართლდა, კატეგორიულად არ ვურჩევ მოქალაქეებს აქციებში მონაწილეობას” – აცხადებს ონიშენკო. მთავარი სანიტარის თქმით, დაბალი ტემპერატურით გამოწვეულ შედეგებს ”ვერანაირი ჩაი და ცხელი სასმელი ვერ უშველის, შესაძლოა, უარყოფითადაც კი იმოქმედოს”. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა ერთი საათი მაინც გაძლოს მსგავს ყინვაში, საჭიროა სპეციალური, სითბოს შემნახველი ტანსაცმელი, თბილი ფეხსაცმელი და წინდები, რომელსაც ”არავინ ატარებს”. ონიშნეკო ანალოგიურ რჩევებს რუსეთის მოქალაქეებს 2011 წლის დეკემბერშიც აძლევდა – გრიპის თავიდან აცილების მოტივით. მაშინ ათიათასობით მოქალაქემ რჩევა არ გაითვალისწინა. იხილეთ tabula.geზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts